მოხალისის შესახებ
ანრი ნარსია, 16 წლის, ზუგდიდიდან. 2022 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობრივი საქმიანობის სფეროში. ამავე წელს გავხდი ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს სკოლის ელჩი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი. მონაწილეობა მივიღე ფონდი "სოხუმის" ექვსთვიან სატრენინგო კურსში, რომელიც მოიცავდა კონფლიქტის მართვასა და გენდერულ საკითხებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გავხდი ახალგაზრდა ტრენერი. ასევე, ვმუშაობდი საერთაშორისო ბიზნეს სკოლის "საზაფხულო სკოლის" მოხალისე მასწავლებლად.
2023 წლის 25 სექტემბერს ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავინიშნე. 12 ოქტომბერს კი სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე გავხდი. ივნისიდან ვარ ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე და ფონდი "სოხუმის" ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი. ამჟამად ვმუშაობ ტრენინგებისა და ქოუჩინგის ცენტრში, როგორც კონტენტ მენეჯერი.
მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებულია, რადგან მჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა, საკუთარი წვლილი შევიტანო საზოგადოების განვითარებაში. მოხალისეობა მაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიზარდო როგორც პიროვნება, განვივითარო ლიდერობის უნარები და გავხდე უფრო პასუხისმგებლიანი და სოციალურად აქტიური.
ეს საქმიანობა ჩემთვის არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ შანსი, გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. მოხალისეობრივად ჩართულობით, მე აქტიურად ვმონაწილეობ ჩვენი საზოგადოების განვითარებასა და გააქტიურებაში და ვრწმუნდები, რომ თითოეული პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.