პროექტის დეტალი

იმიტირებული სასამართლო

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 13 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო-ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჩაატარა  იმიტირებული სასამართლო ნაფიცმსაჯულების მონაწილებით. პროექტი მოიცავს 1 საინფორმაციო და მეორე დასკვნით სიმულაციურ პროცესს, რომელიც განხორციელდება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები:

       სივრცის დაჯავშნა და სპიკერის  მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერისა და სარეგისტრაციოს განთავსება, მონაწილეების არჩევა და კომუნიკაცია.

  • მეორე ეტაპი - საინფორმაციო შეხვედრა

 პროექტის გახსნა, ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა.  მონაწილეები გადაინაწილებენ  როლებს და  მოწვეული სპიკერი- ირაკლი აბშილავა  მონაწილეებს  ესაუბრება იმიტირებული სასამართლოს პროცესსა და მიმდინარეობაზე.ბოლოს მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა. აქტივობის შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსდება აქტივობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა.

  • მესამე ეტაპი- იმიტირებული სასამართლო პროცესი

მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდონით შედგება იმიტირებული სასამართლო პროცესი.

პრობლემა:

ახალგაზრდების ცნობიერებისა და ინფორმაციულობის დაბალი დონე საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.მიუხედავად იმისა რომ ყოველწლიურად უმარავი ადამიანი აბარებს იურიდიულ ფაკულტეტზე მათ სკოლის პერიოდში არ აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკულად გამოსცადონ ამ პროფესიის თანმდევი საქმიანობები.

მიზანი:

  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი,
  • პრეზენტაციის უნარი,
  • კრიტიკული აზრვნების უნარი, 
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევბის განვითარება.

მოსალონდელი შედეგები:

  • ახალგაზრდებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარება, ანალიზის,დასაბუთების, კრიტიკული მსჯელობის უნარი და ა.შ 
  • საქართველოს კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების გაზრდა

პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრება ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს მიერ რაიონულ სასამართლოში ჩატარდა.ღნიშნული პროექტის დროს,ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.ვახორციელებდი მონიტორინგს და აქტიურად ვუწევდი მხარდაჭერას გუნდს სხვადასხვა საკითხში. აღნიშნულ საქმიანობას მთლიანობაში 25 საათი დავუთმე.

განხორციელების თარიღები: 25.06, 27.06: 2024, საორგანიზაციო საქმეების დაწყება: 10.06:2024