ჯილდოს შესახებ

როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა "წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს" კონკურსში?

5 დეკემბერს, როცა მსოფლიოში მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, სპეციალური ჟიური ავლენს და აჯილდოებს წლის საუკეთესო მოხალისეებს. კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან გამოვლინდებიან სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში.

მონაწილეობის მსურველებმა ახალგაზრდებმა წლის მოხალისეობრივი საქმიანობები ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმაზე www.youthvolunteering.ge ერთი წლის განმავლობაში უნდა განათავსონ. კონსულტაცია და მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველთან წლიდან წლამდე მიმდინარეობს.

როდის იწყება ახალგაზრდებისა და მოზარდების ნომინირება?

კანდიდატების ნომინირება მიმდინარეობს 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სპეციალური ბმულის საშუალებით.

ვის შეუძლია კანდიდატის ნომინირება?

სამოქალაქო ორგანიზაციებს, ადამიანებს რომლებიც კარგად იცნობენ მოხალისეთა საქმიანობას და ასევე მოხალისეს შეუძლია საკუთარი თავის ნომინირებაც. ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციის მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, იმ მოხალისეების შრომის დაფასება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

#ჰელფინგჰენდ #წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო #გახდიწლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდოსმხარდამჭერი #მოხალისეობასაქართველოში


   
   
   
   
   




პლატფორმაზე რეგისტრირებული წარმატებული მოხალისეები მიიღებენ ,,მოხალისის ეროვნულ ჯილდოს” 2 ასაკობრივ კატეგორიაში (მოზარდები და ახალგაზრდები), თემატური სფეროების შესაბამისად.