პროექტის დეტალი

ფილმის ჩვენება- საოცრება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტი, ფილმის ჩვენება- საოცრება

პირველი ეტაპი-საორგანიზაციო საქმიანობები:სივრცის დაჯავშნა, ტექნიკურ-მატერიალური რესურსების მობილიზება, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს  Facebook გვერდზე პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით  და ონალინ სარეგისტრაციოს განთავსება მსურველთათვის.

მეორე ეტაპი-ფილმის ჩვენება, პროექტის გახსნა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. ფილმის-,,საოცრებას“ ჩვენება და დისკუსია ფილმის შესახებ.

პრობლემა:ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კინოთეატრისა და ახალგაზრდული სივრცის არ არსებობიდან გამომდინარე აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ ფილმის სანახავად ერთად შეკრებას.

 მიზანი : 

  • ალტერნატიული ახალგაზრდული სივრცის შეთავაზება.
  • დისკუსიის პროცესში ახალგაზრდებში შემოქმედებითად აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიის წარმართვის  და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარების განვითარება.
  • ახალგაზრდებში კინოხელოვნების პოპულარიზაცია/კულტურის დანერგვა.

პროექტში ჩაერთვნენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები (14-29 წლამდე).

 

მოსალონდელი შედეგები:დისკუსიის შედეგად დამსწრეები განივითარებენ შემოქმედებითად აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიის წარმართვის და ჯანსაღი კომუნიკაციის უნარებს.   ახალგაზრდებში მოხდება კინოხელოვნების პოპულარიზაცია/კულტურის დანერგვა.

აღნიშნული პროექტი, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, სოციალურ-საწარმო,, Mego Bar’’-ში  ჩატარდა.ამ პერიოდში  აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 7  საათი.
განხორციელდა, 20.01.2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 13.01:24-ში.