პროექტის დეტალი

რა? სად? როდის?

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტი, ინტელექტუალური თამაში-,,რა? სად? როდის?“ თემაზე: ქართველი საზოგადო მოღვაწეები. 

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები: სივრცის დაჯავშნა,წამყვანის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის.
  • მეორე ეტაპი - რა? სად? როდის?  პროექტის გახსნა, წამყვანისა და სპონსორების წარდგენა. მონაწილეების  დაიყოფა გუნდებად და შეკითხვების დასმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ,,რა?სად?როდის?“-ის ტიპის ინტელექტუალურ თამაშებში და გამოსცადონ საკუთარი თავი კრიტიკული აზროვნების მიმართულებით. ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა აღნიშნული პროექტი. 
პროექტის მიზანი:
  • მონაწილეების წახალისება, ,,რა ? სად? როდის?“-ის ტიპის ინტელექტუალურ თამაშებში აქტიურად ჩართვის და ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების მიზნით.
  • ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობის პროცესში მონაწილეებში გუნდური მუშაობის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება.
  • ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიაცია.
მოსალონდელი შედეგები:
  • მონაწილეები მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ,,რა? სად? როდის?”-ის ტიპის აქტივობებში და დააგროვებენ ცოდნას და გამოცდილებას.
  • მონაწილეები განივითარებენ გუნდური მუშაობის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
  • მონაწილეები დაინტერესდებიან წიგნებით და გახდებიან აქტიური მკითხველები.

პროექტში  ჩაერთვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები (14-29 წლამდე).აღნიშნული პროექტი, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ჩატარდა.ამ პერიოდში  აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 10 საათი.
განხორციელდა, 13.01:2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 1.01:24-ში.