ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი: ბავშვობანა
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტი 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით განახორციელებს გასართობ-შემეცნებით აქტივობას დედებისა და შვილებისთვის. აქტივობის ფარგლებში, დედები და შვილები შეასრულებენ გუნდურ აქტივობებს, რომლის მიზანია მათთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობის მიცემა, დედებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბება და მათ შორის ემოციური კავშირის გაძლიერება. გუნდურ აქტივობებს გაუძღვება მოწვეული წამყვანი. აქტივობების ბოლოს ჩატარდება არტ-თერაპია. აქტივობა ჩატარდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში. აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ადამიანს (8 დედა, 8 შვილი).
სივრცის დაჯავშნა, წამყვანის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის. სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე 16 მონაწილის შერჩევა და მათთან კომუნიკაცია.
პროექტის გახსნა, მოხდება წამყვანისა და სპონსორების წარდგენა და ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. აქტივობის პროცესში განხორციელდება 4 გუნდური აქტივობა და არტ-თერაპია.
პრობლემა:
ხშირად დღევანდელ რეალობაში მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთდამოკიდებულება პრობლემატური საკითხია. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევები ხშირად ხორციელდება. ზოგ შემთხვევაში კი ამას მშობლების მიერ შვილის საჭიროებების უგულებელყოფა იწვევს, რომლის მიზეზი ხშირად მშობლების მოუცლელობაა. მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის არ არსებობა აბრკოლებს მათ ურთიერთობას. ამიტომ საჭიროა მსგავსი აქტივობების მეშვეობით ხელი შევუწყოთ მშობლებსა და შვილებს, რათა უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ურთიერთობა.
მიზანი:
მოსალონდელი შედეგები:
პროექტში ჩაერთვებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლები და შვილები. ღონისძიება ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით სოციალურ- საწარმო ,,Mego Bar’’-ში ჩატარდა.ამ პერიოდში აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, შესაბამისად აქტიურად ვიღებდი ორგანიზებაში მონაწილეობას, ჯამში დავუთმე: 10 საათი.
განხორციელდა, 03.02.2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 15.02:24-ში.