პროექტის დეტალი

დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტმა განახორციელა  შეხვედრა თემაზე: დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები, რომელსაც გაუძღა მოწვეული სპიკერი-მარიამ გოროზია.

პირველი ეტაპი-საორგანიზაციო საქმიანობები:

სივრცის დაჯავშნა და სპიკერის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს  Facebook გვერდზე პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის განთავსება დასწრების მსურველთათვის. 

მეორე ეტაპი-შეხვედრა სპიკერთან

პროექტის გახსნა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. სპიკერის სესია თემაზე-,,დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები“, შემდგომ კი დისკუსიის წარმართვა აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოებაში და პრობლემებისა და მისი გადაჭრის ტექნიკების განხილვა. შეხვედრის შემდეგ აქტივობის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალის განთავსება.

პრობლემა:

არასამთავრობო ორგანიზაციის- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ კვლევების საფუძველზე შედგენილი დოკუმენტის- ,,დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიხედვით დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესების მთლიანობას.ამიტომ, დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ მეთოდებისა და ტექნიკების ცოდნა და მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამსწრე ადამიანებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • დეზინფორმაციის შედეგების მიმოხილვა.
  • დეზინფორმაციისგან თავის დაცვის ტექნიკებისა და მეთოდების სწავლა.
  • მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

მოსალონდელი შედეგები:

  • დამსწრეები ინფორმირებულები იქნებიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან შემდეგ აქტივობებშიც.
  • მონაწილეები გაანალიზებენ დეზინფორმაციის შედეგებს.
  • ისწავლიან დეზინფორმაციისგან თავის დაცვის ტექნიკებსა და მეთოდებს.
  • ცნობიერებას აიმაღლებენ მედიაწიგნიერების მიმართულებით.

პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით სოციალურ-საწარმო ,,Mego Bar’’-ში გაიმართა. ამ პერიოდში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და ჯამში  დავუთმე: 8 საათი.

განხორციელების თარიღი: 28.05:2024, საორგანიზაციო საქმეების დაწყება: 15:05:2024