პროექტის დეტალი

ეძებე განძი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი-  ეძებე განძი

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტმა განახორციელა  პროექტი-,,ეძებე განძი“. პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები რუკების და მინიშნებების საფუძველზე  ცდილობენ იპოვონ თამაშის ფარგლებში არსებული ოთხივე პუნქტი და მივიდნენ განძამდე. 

  • პირველ ეტაპი- საორგანიზაციო საქმიანობები: 

       სივრცის დაჯავშნა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის.

  • მეორე ეტაპი - მასტერკლასი და ფოტოების გადაღება

 პროექტის გახსნა, ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის და პროექტის მოკლე მიმოხილვა. პროექტის მიმოხილვის შემდეგ თამაშის პროცესის დაწყება. თამაშის პროცესის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.

პრობლემა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდული სივრცის არ არსებობიდან გამომდინარე აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ გართობასა და დასვენებას.

მიზანი:

  • ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს შესახებ ინფორმაციის მიწოდება მონაწილე ახალგაზრდებისთვის და სამომავლო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა.
  • მონაწილეებისთვის გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობის მიცემა.
  • სახალისო აქტივობის შედეგად მონაწილეებში გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავება.

მოსალონდელი შედგები:

  • მონაწილეები ინფორმირებულები იქნებიან ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს საქმიანობის შესახებ და აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ აქტივობებშიც.
  • მონაწილე ახალგარზდებს მიეცემათ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.
  • მონაწილე ახალგაზრდებში სახალისო აქტივობის შედეგად გამომუშავდება გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები.

პროექტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს მიერ, ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა.აღნიშნული პროექტის დროს, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.ვახორციელებდი მონიტორინგს და აქტიურად ვუწევდი მხარდაჭერას გუნდს სხვადასხვა საკითხში. აღნიშნულ საქმიანობას მთლიანობაში 8 საათი დავუთმე.

განხორციელების თარიღი:20.06:2024, საორგანზაციო საქმეების დაწყება: 10.06:2024