ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- ,,ChemCore“
განათლებისა და კულტურის კომიტეტმა ჩაატარა გასართობ-შემეცნებით და აქტივობა ,,ChemCore”. წარმოდგენილი იყო რამდენიმე მაგიდა და თითოეულს ჰყავდა მისი წამყვანი/ხელმძღვანელი ვინც გაუძღვა კონკრეტულ ესპერიმენტს. ყველა მაგიდაზე განხორციელდა სხვადასხვა ექსპერიმენტი ერთმანეთის შემდეგ.
პროექტის გახსნა და აქტივობისა და მოწვეული ქიმიკოსების წარდგენა. აქტივობას გაუძღვება რამდენიმე ქიმიკოსი (ვაზუსტებთ), რომლებიც დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ სხვადასხვა ქიმურ ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტის მიმდინარეობას დეტალურად ახსნიან და შემდეგ დამსწრეებსაც ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტის ჩატარებაში.
პრობლემა:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები სასიცოცხლო მეცნიერებების მიმართულებით არ ტარდება. ახალგაზრდებს სასიცოცხლო მეცნიერებები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) რთულ და მოსაწყენ საგნებად მიაჩნიათ, რის გამოც მათი ცნობიერება და ჩართულობა ამ მიმართულებით ნაკლებია. თბილისის ფორუმის კვლევაში-,,საყვარელი საგნები სკოლაში“ ყველაზე ნაკლები ხმა ფიზიკამ და ქიმიამ მოიპოვა. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, განსაკუთრებით კი ის, რომ მათთვის ცნებების გააზრება და ფორმულების დამახსოვრება რთულია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნის საჭიროება თანამედროვეობაში უფრო ნათელია, შესაბამისად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ამ მიმართულებით დაინტერესება.
მიზანი:
მოსალონდელი შედეგები:
პროექტში ჩაერთვნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებითა და ზუგდიდი მოლთან თანამშრომლობით ჩატარდა, ამ პერიოდში ვიყავი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ჯამში დავუთმე 12 საათი.
განხორციელების თარიღი:27.04.2024, საორგანიზაციო საქმეები დაიწყო 15.04:2024