ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო- განათლებისა და კულტურის კომიტეტი, პროექტი- დადიანები ერთ კადრში
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს განათლებისა და კულტურის კომიტეტმა განახორციელა პროექტი -,,დადიანები ერთ კადრში“. პროექტი მოიცავდა ორ შეხვედრას. პირველ შეხვედრაზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ფოტოგადაღების მასტერკლასი მოწვეული სპიკერის მიერ, რის შემდეგაც მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ტელეფონების მეშვეობით გადაიღეს ფოტოები. პროექტის მეორე შეხვრდრაზე გაიმართა პროექტის მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.
სივრცის დაჯავშნა და სპიკერის მოწვევა აქტივობის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სოციალურ ქსელში საინფორმაციო პოსტერის განთავსება ინფორმაციის გავრცელების მიზნით და სარეგისტრაციო ფორმის განთავსება მონაწილეობის მსურველთათვის. სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე 20 მონაწილის შერჩევა და მათთან კომუნიკაცია.
პროექტის გახსნა, ახალგარზდული სათათბიროს საქმიანობის და პროექტის მოკლე მიმოხილვა. პროექტის მიმოხილვის შემდეგ, სპიკერი მონაწილეებს ჩაუტარებს მასტერკლასს ფოტოგადაღებაზე. შემდეგ ეტაპზე, მონაწილეები განსაზღვრული დროის ფარგლებში დადიანების ტერიტორიაზე გადაიღებენ ფოტოებს. დროის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ფოტოს გაგზავნის მითითებულ მეილზე.
მესამე ეტაპი-გამოფენა და დაჯილდოება
პროექტის მეორე დღეს მოხდება ყველა მონაწილის მიერ გადაღებული ფოტოს გამოფენა და გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება. აქტივობის დასრულების შემდეგ სოცილურ ქსელებში განთავსდება აქტივობის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალა.
პრობლემა:
დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, ბევრ ადგილობრივსაც კი არ აქვს ინფორმაცია მისი ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ბევრმა ადამიანმა არ იცის ფოტოს სწორად გადაღების მეთოდები და ტექნიკები და არ აქვთ ამის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა.
მიზანი:
მოსალონდელი შედეგები:
პროექტში მონაწილოება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდება მიიღეს, რომელიც ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებითა და დადიანების სასახლესთან თანამშრომლობით ჩატარდა. აღნიშნული პროექტის დროს, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.ვახორციელებდი მონიტორინგს და აქტიურად ვუწევდი მხარდაჭერას გუნდს სხვადასხვა საკითხში. აღნიშნულ საქმიანობას მთლიანობაში 15 საათი დავუთმე.
განხორციელების თარიღები:11.06:2024, 14.06:2024, საორგანიზაციო საქმიანობის დაწყება 1.06:2024.