მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მე ვარ ანრი მელაძე,16 წლის, ბათუმიდან. ვსწავლობ სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. გატაცებული ვარ ბიზნესით,მეწარმეობითა და სოციალური მარკეტინგით. ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილება იწყება 2019 წლიდან,მაშინ როცა 13 წლისაც არ ვიყავი. კორონა ვირუსით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ და შეზღუდვებმა გამოიწვია თავისუფალი დროის სიჭარბე.ამ დროს სოციალური მედიით გავიგე რამდენიმე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციის შესახებ. მათ შორისაა: "Helping Hand", სადაც აქტიურად მიმდინარეობდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობასა და მოხალისეობრივ კულტურაზე.ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი მოხალისეობის ფერად სამყაროში.
     მოხალისეობა ჩემთვის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა არაა;ეს არის გზა, რომლითაც ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოების განვითარებასა და უკეთესობისკენ შეცვლაში.ეს არის შესაძლებლობა, ვიყო ცვლილებების პროცესში აქტიური მონაწილე და დავეხმარო ადამიანებს გულწრფელი სურვილით,უსაზღვრო სიყვარულითა და სითბოთი.მოხალისეობა მაძლევს შანსს, გამოვიყენო საკუთარი უნარები და შესაძლებლობები,იმ დროს, იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა.
   მოხალისეობამ მასწავლა, რომ ცვლილებები იწყება პატარა ნაბიჯებით, თუმცა მისი შედეგები ხშირად გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგიდგენია.ეს გამოცდილება გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მომცა მოტივაცია, ვიყო აქტიური მოქალაქე,რომელიც მზადაა, საკუთარი ენერგია და დრო მიუძღვნას სხვების დახმარებასა და საზოგადოებრივი სიკეთის გაძლიერებას.
    მოხალისეობის საშუალებით საკუთარ თავში აღმოვაჩინე უამრავი უნარი და შესაძლებლობა,განვავითარე ცხოვრებისეული უნარები,რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებ.ესენია: ჯანსაღი კომუნიკაციის უნარები,ლიდერობა,გუნდური მუშაობის უნარები,პრიორიტეტების დალაგება და დროის ეფექტური მართვა, პრობლემის მარტივად და ეფექტურად გადაჭრა,ემპათია,ემოციების მართვა, კრეატიული აზროვნება,პასუხისმგებლობა,თვითგამოხატვა და თავდაჯერებულობა,თანაგრძნობა,მოთმინება,კონფლიქტების მართვა და ასე შემდეგ.
    ვიყავი  ჰელფინგ ჰენდის ,,მოხალისე მენტორი" აჭარაში,რამაც მომცა სხვებისთვის მოხალისეობის სამყაროში შეყვანის საშუალება,რამაც უდიდესი ბედნიერება და სიხარული მომანიჭა.
    გასულ წელს ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა დამასახელა წლის ერთ-ერთ აქტიურ მოხალისედ,რამაც მომცა უდიდესი მოტივაცია უფრო მეტი მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის.

    მოხალისეობა=სიკეთე+თვითგანვითარება+კმაყოფილება
   მოდი,ერთად ვიხალისოთ!

ყველა პროექტი

შეხვედრა აჭარის რეგიონის მოხალისეებთან

შეხვედრა აჭარის რეგიონის მოხალისეებთან

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
„სკოლა-სახალისო სივრცე“

„სკოლა-სახალისო სივრცე“

აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბი

,,ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბი"

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,ბავშვთა კლუბი

,,ბავშვთა კლუბი"

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,ბავშვთა დაცვის დღესსამდი მიძღვნილი სლოგანების ,,აქცია

,,ბავშვთა დაცვის დღესსამდი მიძღვნილი სლოგანების ,,აქცია" "

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
კონკურსი: ,,ახალგაზრდების თვალით დანახული სამყარო”

კონკურსი: ,,ახალგაზრდების თვალით დანახული სამყარო”

კულტურა და არტი აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0

"პირველი დახმარება და საგანგებო სიტუაციების მართვა"

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,გაიცანი შენი მასწავლებელი

,,გაიცანი შენი მასწავლებელი"

აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,მოხალისე ვიდეოგრაფი

,,მოხალისე ვიდეოგრაფი"

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0
,,ფრთხილად,პიროტექნიკა სათამაშო არ არის!

,,ფრთხილად,პიროტექნიკა სათამაშო არ არის!"

სათემო განვითარება აჭარა
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია