პროექტის აღწერამიზანი:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეებზე, მისი უსაფრთხოების წესების დაცვის ხელშეწყობა და სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
პრობლემის აწერა:
წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობა,განსაკუთრებით არასრულწლოვნები არასათანადოდ იყენებენ უხარისხო პიროტექნიკას,რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე,განსაკუთრებით ჩვილებსა და მოხუცებზე და ეკოლოგიაზე.გამყიდველები ხშირად აღვევენ მათ ვალდებულებებს,მოვალეობებსა და კანონმდებლობას,რადგან ყიდიან უხარისხო პიროტექნიკას და არ ითვალისწინებ ამასთან ერთად ასაკობრივ ზღვარს,ასევე მომხმარებელს არ აცნობენ გამოყენების წესებსა და ინსტრუქციებს.
ამოცანები:
1.კვლევა სასკოლო და არასასკოლო სივრცეშ ,,პიროტექნიკის მოხმარებასა და მის გავლენაზე."; კვლევის ანალიზი და წარდგენა;
2.შეხვედრა იურისტთან და პიროტექნიკასთან დაკავშირებული რეგულაციების,კანონებისა და წესების განხილვა;
3.შეხვედრა თანასწორგანმანათლების მიერ: პიროტექნიკის ეკოლოგიურ მიმოხილვაზე.
4.შეხვედრა: პეტიცია;პეტიციის შექმნა;
5.პეტიცია მოვამზადეთ თემაზე: ,,პიროტექნიკის თავისუფალი წვდომისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის შესახებ"
6. პეტიცია შევიტანეთ ა/რ უმაღლეს საბჭოში;განვიხილეთ ის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში და იურიდიულ ბიურშოში;რეკომენდაცია გაგვიწიეს პარლამენტში;
7.პროექტის ფარგლებში დავარიგეთ ბუკლეტები გამყიდველებთან ,რომელიც ეხმარებოდა პიროტექნიკის მოხმარებასა და დაზიანების შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ , რითაც ცნობიერება ავუმაღლეთ მათ.
8. სოციალური მედიის საშუალებით პოპულარიზაცია გავუკეთეთ მოცემულ თემას და საზოგადოებას დავანახეთ პრობლემის აქტუალურობა;
მოცემული პროექტი ხორციელდება 2022-2023,2023-2024 და დაგეგმილია პროექტი გავაგრძელოთ 2024-2025 სასწავლო წლებშიც. მოცემული პროექტი ხორციელდება დეკემრისა და იანვრის განმავლობაში,მესამე სასწავლო წელია.
მოხალისეობრივი საათი: 304
მოცემული პროექტი განხორციელდა ჩემი თანაავტორობით,სამოქალაქო განათლების პედაგოგის,სკოლის ადმინისტრაციისა და ა/რ უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით.