პროექტის დეტალი

,,ბავშვთა დაცვის დღესსამდი მიძღვნილი სლოგანების ,,აქცია" "

გამოყვეყნების თარიღი: Nov 25, 2024
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სლოგანების "აქციის" მიზანია:

  • საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე;
  • ბავშვების შემოქმედებითი და სოციალური ჩართულობის გაზრდა;
  • ცნობიერების ამაღლება ბავშვთა საჭიროებებზე და მათზე ზრუნვის მნიშვნელობაზე;
  • პოზიტიური მესიჯების გავრცელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების დაცვას, განვითარებასა და ემოციურ მხარდაჭერას.


პრობლემა:
თანამედროვე საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები ხშირად ირღვევა სხვადასხვა ფორმით, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს როგორც ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაში, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და ღირსეული ცხოვრების პირობების ნაკლებობაში. პრობლემას ასევე წარმოადგენს საზოგადოების არასაკმარისი ცნობიერება ბავშვთა უფლებების შესახებ. აუცილებელია, ბავშვების ხმა და საჭიროებები უფრო ხშირად და ღრმად წარმოჩინდეს, რათა გაიზარდოს მათი დაცვის ხარისხი.

პროექტის შედეგი:

  1. ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებებზე.
  2. ბავშვების შემოქმედებითი უნარების გაძლიერება.
  3. ბავშვებსა და საზოგადოებას შორის კავშირის გაძლიერება.
  4. ბავშვთა დაცვის იდეების მხარდაჭერა შესაბამისი ორგანიზაციების მიერ.
  5. ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმაციის ინოვაციური გავრცელება.

მოცემული პროექტი განხორციელდა ჩემი ინიციატივითა და სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის აქტიური მხარდაჭერით.

მოხალისეობრივი - 30საათი

აქტივობის ლინკი: https://www.facebook.com/share/p/1Ang5N54Gy/


,,ბავშვთა დაცვის დღესსამდი მიძღვნილი სლოგანების ,,აქცია
პროექტის ავტორი
აჭარა
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ვარ ანრი მელაძე,16 წლის, ბათუმიდან. ვსწავლობ სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. გატაცებული ვარ ბიზნესით,მეწარმეობითა და სოციალური მარკეტინგით. ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილება იწყება 2019 წლიდან,მაშინ როცა 13 წლისაც არ ვიყავი. კორონა ვირუსით... განაგრძეთ კითხვა