პროექტის დეტალი

,,ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბი"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

კლუბის მიზანი:  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არ მქონე ახალგაზრდების მონაწილეობით, ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბის ორგანიზებული და გამართული მუშაობა, აგრეთვე, ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა.  

 კლუბი ემსახურება მონაწილეების სოციალურ ინტეგრაციას, მათი თვითდაჯერებულობის ამაღლებას და საზოგადოებაში ჩართულობას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ასევე, სიხარულისა და კომფორტის შექმნას, სადაც ყველა წევრი თავისუფლად გამოხატავს თავის შემოქმედებით შესაძლებლობებს.

პრობლემა: ქალაქ ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არ მქონე ახალგაზრდების ერთიანობისა და საზოგადოების ინტეგრაციისთვის საკმარისი პლატფორმების ნაკლებობაა. ასევე, არსებობს გარკვეული ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში,რაც ხელს უშლის სოციალური ჩართულობის ზრდას. 

კლუბის შედეგი: 
პროექტის შედეგად, ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბის წევრებმა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე არ მქონე ახალგაზრდებმა, წარმატებით მიიღეს,გაიზიარეს და გამოიყენეს ახალი ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შექმნეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნამუშევრები. კლუბმა ხელი შეუწყო სოციალური ინტეგრაციის პროცესს, რადგან ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობენ, შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაიზარდა პროექტის მონაწილეების თვითდაჯერებულობა , მათ უკეთ შეძლეს საზოგადოებაში ჩართვა და საკუთარი პოტენციალის განხორციელება. ამასთან ერთად შექმნეს უამრავი სახალისო თოჯინა/პერსონაჟი საკუთარი ხელებით და ისწავლეს,თავისუფალი დროის ეფექტურად და ხარისხიანად მართვა.

მე ვიყავი კლუბის მოხალისე ასისტენტ-მასწავლებელი 24 გაკვეთილის განმავლობაში.
 მოხალისეობრივი საათი - 95
პროექტი განხორციელდა ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.



,,ხელსაქმის (კრაფტ) ინკლუზიური კლუბი
პროექტის ავტორი
აჭარა
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

მე ვარ ანრი მელაძე,16 წლის, ბათუმიდან. ვსწავლობ სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. გატაცებული ვარ ბიზნესით,მეწარმეობითა და სოციალური მარკეტინგით. ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილება იწყება 2019 წლიდან,მაშინ როცა 13 წლისაც არ ვიყავი. კორონა ვირუსით... განაგრძეთ კითხვა