პროექტის აღწერაპროექტის მთავარი მიზანია: სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნება და უმცროსკლასელების მოტივაციის ამაღლება. მიზანი ასევე იყო ბავშვებში გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება, რაც ხელს შეუწყობდა მათ თვითგამოხატვასა და აქტიურ ჩართულობას სასკოლო სივრცეში.
პრობლემა: უმცროსკლასელების დაბალი მოტივაცია და სასკოლო სივრცისადმი ინტერესის დაკარგვა.რადგანაც მოსწავლეთა თვითმმართველობა საბაზო და საშუალო საფეხურზე მუშაობას,დაწყებითი საფეხურის ბავშვებს ნაკლებად ჰქონდათ სახალისო და შემეცნებით აქტივობებში ჩართვის საშუალება,მაგრამ მოტივაცია და სურვილი ძალიან დიდი იყო.
პროექტის შედეგი:
აქტივობებმა და თამაშებმა შექმნა უფრო თბილი და მხიარული სასწავლო ატმოსფერო. უმცროსკლასელებმა მეტი ინტერესი გამოიჩინეს სკოლისადმი და გაიცნეს თანატოლები განსხვავებული ფორმატით. შედეგად, მათი მოტივაცია და ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა. პროექტმა გააძლიერა მათ შორის მეგობრული ურთიერთობები და სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება, რაც საერთო სასწავლო გარემოზე დადებით გავლენას ახდენდა. პროექტი არ კარგავს აქტუალობას და კიდევ განხორციელების ეტაპზეა.
პროექტში ჩართული იყო დაწყებითი საფეხურის 300მდე მოსწავლე და 15მდე მოხალისე.
პროექტი განხორციელდა/ხორციელდება ჩემი ინიციატივითა და სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით.
პროექტი ხორციელდება 2023-2024 სასწავლო წლიდან, მარტიდან და აქტიურად მიმდინარეობს დღემდე.
მოხალისეობრივი 107 საათი