მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მე ვარ ნინო სვიმონიშვილი 15 წლის, ვსწავლობ ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლაში გატაცებული ვარ ტექნოლოგიებით, ბიზნესით, სოციალური მედიით და მენეჯმენტით. დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა 14 წლის ვიყავი, დავინტერესდი მოხალისეობით და მის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით. ჩემი თავგადასავალი დაიწყო ევროკავშირის გამოფენაზე, სადაც ჩემი ყურადღება მიიპყრო სტენდმა, რომელიც შეეხებოდა მოხალისეობას.  როდესაც მივედი, იმართებოდა მცირე კონკურსი და პრიზი იყო წიგნი, მოხალისეობის შესახებ, სადაც საინტერესოდ იყო განხილული მოხალისეობის მთავარი მიზანი.

ამ წიგნის მოგებამ ჩემს ცხოვრებაში უამრავი ცვლილება გამოიწვია. როცა წავიკითხე, აღმოვაჩინე, რას ნიშნავს მოხალისეობა, იმ საქმის შესახებ, რომელსაც ადმიანი საკუთარი სურვილით ასრულებს და აკეთებს უანგაროდ, რომელსაც სხვებისთვის სიკეთის მოტანი შეუძლია. წიგნში მოყვანილი ისტორიებითა და პრინციპებით შთაგონებულმა, გამიჩნდა დიდი სურვილი, გამხდარიყავი მოხალისე.

მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავს დადებითი გავლენის მოხდენას ჩემს საზოგადოებაში. მოხალისეობა, ჩემთვის, არ არის მხოლოდ აქტივობა, არამედ პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი გზაა. ამან მომცა მოტივაცია, გამეკეთებინა სიკეთე და შთამაგონა, მომეტანა პოზიტიური ცვლილებები ჩემს თემში.

მე მჯერა, რომ მოხალისეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და კეთილშობილური წამოწყება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, რადგან ის არა მხოლოდ ცვლის მათ ცხოვრებას, ვისაც ვეხმარებით, არამედ გვაყალიბებს უფრო პასუხისმგებელ ადამიანებად. ჩემთვის მოხალისეობა სიკეთის გავრცელებისა და ცვლილებების შეტანის კიდევ ერთი სახელია, ჩვენს ცხოვრებაში.

ყველა პროექტი

STEAM გოგოები

STEAM გოგოები

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
იყავი მოხალისე

იყავი მოხალისე

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისეობრივი საქმიანობა

მოხალისეობრივი საქმიანობა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
STEAM გოგოები

STEAM გოგოები

კომპიუტერი და ტექნოლოგიები კახეთი
ჩართული მოხალისეები: 5
მოხალისეობრივი საათი: 0
იყავი მოხალისე

იყავი მოხალისე

კომპიუტერი და ტექნოლოგიები კახეთი
ჩართული მოხალისეები: 6
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისეობრივი საქმიანობა

მოხალისეობრივი საქმიანობა

კომპიუტერი და ტექნოლოგიები კახეთი
ჩართული მოხალისეები: 3
მოხალისეობრივი საათი: 0
სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა

სათემო განვითარება კახეთი
ჩართული მოხალისეები: 2
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია