პროექტის მიზანი:
პროექტი "STEAM გოგოები" მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გოგონების გაძლიერებას STEAM მიმართულებით. პროექტის განმავლობაში გოგონებმა გაიარეს ინოვაციური მეწარმეობის, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებების,პროგრამიებადი დაფების: Calliope Mini და Arduino Uno ტრენინგები და იმუშავეს მოწყობილობებზე.
პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ გადაჭრილიყო ის პრობლემა, სადაც გოგონების ჩართულობა ნაკლები იყო, განსაკუთრებით STEAM სფეროში . განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები გოგონებისთვის, სადაც შეზღუდულია ასეთი შესაძლებლობები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 30 მონაწილე, ძირითადად 12-18 წლის ახალგაზრდა გოგონები.
გოგონების 70%-მა გამოთქვა დიდი ინტერესი ღონისძიების შემდეგ, STEAM მიმართულებით კარიერის გაგრძელებაზე.
დემო დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო 5 გუნდური პროექტი.
პროექტი დაიწყო 2024 წლის 1 სექტემბერს და დასრულდა 2024 წლის 1 ოქტომბერს
პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაციის SmartThink და "კახეთის" მიერ.














