პროექტის დეტალი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა

გამოყვეყნების თარიღი: Nov 21, 2024 ჩართული მოხალისეები: 2 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტის მიმოხილვა:

ეს პროექტი მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებას ციფრული მარკეტინგის უნარებით, რათა ხელი შეუწყონ სამეწარმეო საქმიანობას და ეფექტურად მართონ პირადი ან საოჯახო პროექტები. პროექტი მიზნად ისახავდა  კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ტექნოლოგიების მეშვეობით თვითმდგრადობის უზრუნველყოფას.

პროექტი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ჯგუფებში პრაქტიკული ციფრული მარკეტინგის განათლების არარსებობას. ბევრ ოჯახს არ აქვს ცოდნა და რესურსები, რათა გამოიყენოს სოციალური მედიის პლატფორმები ბრენდის პოპულარიზაციისთვის, აუდიტორიის ჩართულობისთვის ან სამეწარმეო წამოწყებისთვის. ეს ზღუდავს მათ პოტენციალს შემოსავლის გაზრდის, პერსონალური ინიციატივების შესახებ ცნობიერების ამაღლების და უფრო დიდ ქსელებთან ონლაინ დაკავშირების მიზანს.

 

  • მონაწილეთა 80%-მა აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა სოციალური მედიის პლატფორმების გაგება.
  • 60%-მა დაიწყო ამ უნარების გამოყენება მცირე ბიზნესისთვის და პირადი პროექტების პოპულარიზაციისთვის.
  • მნიშვნელოვანმა რაოდენობამ მოიპოვა ნდობა შემოსავლის გამომუშავების და ონლაინ მხარდაჭერის მოზიდვის შესაძლებლობის მიმართ.

 

  • მონაწილეებმა შექმნეს და გამოაქვეყნეს 45+ პოსტი პრაქტიკული სემინარების დროს.
  • მონაწილეთა გამოქვეყნებულმა პოსტებმა მიაღწია 12000+ ონლაინ მომხმარებელთა აუდიტორიას, ტრენინგის პერიოდში.

პროექტი მოიცავდა ერთ თვეს და მოიცავდა დაახლოებით 150 საათს მოხალისეობრივ მუშაობას, მათ შორის მომზადებას, სწავლებას და მენტორობას.

ამ პროექტმა ხაზი გაუსვა მოწყლადი ჯგუფების გაძლიერებას, ციფრული განათლების უნარებით და აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება პირადი და სამეწარმეო ზრდისთვის.

პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაციის SmartThink-ის მიერ.