პროექტის დეტალი

იყავი მოხალისე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტის მიმოხილვა: 

პროექტი "იყავი მოხალისე" მიზნად ისახავდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარებას: ტექნოლოგიის, პიროვნულ და პროფესიულ განვითარების მიმართულებით. ისეთი მაღალი მოთხოვნის სფეროების გაცნობას, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი და ფოტოგრაფია/ვიდეოგრაფია. პროექტი ცდილობდა მათ მიეღოთ ინფორმაცია, ციფრულ ინდუსტრიებში, სოციალური და დასაქმების უნარების შესახებ.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, აქვს შეზღუდული ხელმისაწვდომობა ციფრულ და შემოქმედებით სფეროებში და თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე. რესურსების ნაკლებობა და ინოვაციური სწავლის მეთოდების ზემოქმედება, ხელს უშლის ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. პროექტი შეიქმნა იმისათვის, რომ გადალახულიყო ეს პრობლემა პრაქტიკული სწავლების უნარებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 20 მონაწილე, ძირითადად 14-18 წლის ახლაგაზრდა. 

სოფლად მოცხოვრები ახალგაზრდების 75%-მა გამოთქვა ინტერესი შემოქმედებით და ციფრულ სფეროებში, შემდგომი სწავლის ან კარიერის გაგრძელებით.

პროგრამის ბოლომდე დამსწრეთა 50%-მა შექმნა პორტფოლიოები და პროექტები.

პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული ორგანიზაციის SmartThink და “კახეთის” მიერ. 

ტრენინგ სესიებს უძღვებოდნენ მოხალისეები, მათ შორის გამოცდილი ტრენერები გრაფიკულ დიზაინში, UI/UX დიზაინსა და ფოტოგრაფიაში.

პროექტი მოიცავდა ერთ თვეს და მოიცავდა დაახლოებით 120 საათს მოხალისეობრივ მუშაობას, მათ შორის მომზადებას, სწავლებას და მენტორობას.

"იყავი მოხალისე" აჩვენა განათლების ძალა და უნარების განვითარება თემში. კრეატიული და ციფრული ტრენინგის და კრიტიკული მოთხოვნილების გათვალისწინებით. ინიციატივამ ახალგაზრდები აღჭურვა ინსტრუმენტებით, რათა ჩამოეყალიბებინათ თავიანთი სამომავლო კარიერა და ასევე გააძლიერა მათი ნდობა და გააღო კარი ახალი შესაძლებლობებისთვის.