მოხალისის შესახებ
ანასტასია კაპანაძე, 16 წლის, თბილისიდან.
უკვე ერთი წელია, რაც მოხალისეობა დავიწყე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განვახორციელე. ჩემი პირველი ურთიერთობა "ჰელფინგ ჰენდთან" იყო, "მოხალისეებისა და მენტორების" პროგრამაში მონაწილეობა. ეს გამოცდილება დამეხმარა როგორც ლიდერობის, ასევე ორგანიზაციული უნარების განვითარებაში.
ჩემს მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს: GLOW გოგონების კლუბის კოორდინირებას, თბილისის სადისკუსიო კლუბის ლიდერობას. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი გარემოსდაცვით კამპანიებში, ასევე ორიენტირებული ვიყავი ახალგაზრდების განვითარებასა და მხარდაჭერაზე. ამ წლის განმავლობაში 100 მოხალისეობრივ საათზე მეტი შევასრულე, რამაც საშუალება მომცა გამეცნო ბევრი მოტივირებული ახალგაზრდა და შემეძინა ჩემს ცხვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება.
ჩემი საქმიანობა ძირითადად მოიცავს : ახალგაზრდების მხარდაჭერას, გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირებას და საზოგადოებისთვის ცვლილებების მოტანას.