პროექტის დეტალი

მოხალისეობა AIESEC Georgia - ში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 372
პროექტი

პროექტის აღწერა

6 თვის ( თებერვალი- ივლისი) განმავლობაში ვმოხალისეობდი საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციაში - აისეკ ჯორჯია. ამ მოხალისეობრივი საქმიანობის განმავლობაში ვეხმარებოდი ახალგაზრდებს მოხალისეობრივი, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. ვმართავდი კომუნიკაციას, ვორგანიზებდი ინფო-სესიებს და ვმუშაობდი ღონისძიებების ლოჯისტიკაზე, რის შედეგადაც ბევრმა ახალგაზრდამ შეიტყო საქართველოში არსებული შესაძლებლობები. ამ პროექტის განმავლობაში ვიყავი დაკავებული შემდეგი აქტივობებით - • ორგანიზაციაში შესვლის წინასწარი ტრენინგები, გაცნობითი სესიები, პლატფორმის შესწავლა – 60 საათი • მონაწილეთა და პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (მეილები, ჩათები, ზარები) – 70 საათი • სოციალური მედიის პოსტების, ვიზუალებისა და ტექსტების მომზადება და გაზიარება – 60 საათი • ლოგისტიკა: სივრცის, ტრანსპორტის, კვებისა და მასალების კოორდინაცია – 80 საათი • ვორქშოპებისა და შეხვედრების დღის გეგმების გაწერა, აქტივობების და პრეზენტაციების გაკეთება – 50 საათი • ღონისძიების დღეებზე ადგილზე მუშაობა (რეგისტრაცია, მონაწილეების მიმართულება, ტექნიკური მხარდაჭერა) – 52 საათი სულ: 372 საათი (დაახლოებით 2 სთ დღეში, 6 თვე) ამ აქტივობით მოვიცვი 200+ ახალგაზრდა და გავუზიარე მათ ჩემი ცოდნა და შესაძძლებლობები.