3 ივნისს "მენტორებისა და მოხალისეების'' პროგრამის ფარგლებში, ლიზი ლომიძეს მენტორობით ვეწვიეთ ბავშვთა დღის ცენტრს “ახალი ნაბიჯები” ცენტრში მოვიტანეთ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი,ტკბილეული რომლითაც გავახარეთ ბენეფიციარები. გავეცანით ცენტრის საქმიანობას, მოვუყევით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ასევე პატარებთან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩავერთეთ. მოცემულ აქტივობაში 2 საათის განმავლობაში ვიყავი ჩართული.
