მე ვარ ანა ყაჭაშვილი, აქტიური ახალგაზრდა დედოფლისწყაროდან. ვარ მოხალისე და აქტიურად ვმონაწილეობ ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ინიციატივებში. ჩემი მიზანია შევქმნა შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, ახალი უნარების შეძენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.
ვარ ახალგაზრდული სივრცე „ჩვენი სივრცის“ აქტიური წევრი, ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგში, პროექტსა და მოხალისეობრივ საქმიანობაში. მაქვს პროექტების წერისა და ორგანიზების გამოცდილება, მიყვარს გუნდური მუშაობა, ბავშვებთან ურთიერთობა და არაფორმალური განათლების მეთოდებით მუშაობა.
მჯერა, რომ მოხალისეობა არის ცვლილებების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ამიტომ მუდმივად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების სასარგებლოდ გამოვიყენო და ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები შევუქმნა.