ერთობლივი ძალისხმევით მოვაგროვეთ 15 ბავშვისთვის საჩუქრები — ტკბილეული, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი და ყოველდღიური სიხარულისთვის საჭირო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთები. თითოეული პაკეტი ბავშვებისთვის ზრუნვისა და ყურადღების ნიშნად შევადგინეთ.
საქველმოქმედო ინიციატივას გულით შემოუერთდნენ ჩვენი პარტნიორებიც:
🍰 ადგილობრივმა საკონდიტრო „კაპუჩინომ“ ბავშვებისთვის ნამცხვრები შემოგვწირა;
🍎 საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია ლაპიაშვილმა — ხილი და კამფეტები;
📚 წიგნები, გასაფერადებლები და ბლოკნოტები კი გადმოგვცა „წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა“ და პოლიტიკისა და ეკონომიკის კვლევის ცენტრმა.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თანადგომა, პარტნიორობა და ადამიანური სოლიდარობა რეალურ ცვლილებებს ქმნის — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების სიხარულსა და მხარდაჭერას ეხება.
მადლობა ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა მიიღო.