ჩემი სახელია თამარი, 26 წლის, ვცხოვრობ თელავში და ვარ სტუდენტი. პარალელურად ვმუშაობ ჩემი ფაკულტეტის შესაბამის სფეროში.
ჩართული ვარ მიუსაფარი ცხოველების დახმარებაში, როგორც მოხალისე და ჯგუფის ორგანიზატორი. ჩემი საქმიანობა მოიცავს:
• ცხოველების გამოკვებას,
• ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფას,
• ყველა იმ საჭირო პროცედურის განხორციელებას, რაც ცხოველების კეთილდღეობისთვის არის აუცილებელი.
მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რასაც დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვაკეთებ.