პროექტის დეტალი

მიუსაფარი ცხოველები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 20, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტის მთავარი მიზანი და მიზანმიმართული საქმიანობები იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციისა და კასტრაციის მნიშვნელობაზე. ამით შესაძლებელი გახდება ცხოველთა პოპულაციის მართვა და დახმარების გაწევა გასაჭირში მყოფი ცხოველებისთვის.

პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონში, თელავში და მის მიმდებარე სოფლებში.

5 წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ იდეის განხორციელება. შევქმენით Facebook ჯგუფი სახელწოდებით „ვეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს თელავში“. ჯგუფი ემსახურება მიუსაფარი ცხოველების დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:

• სტერილიზაცია/კასტრაცია

• აცრები

• ვეტერინარული მომსახურება

• ტრავმირებული ცხოველების დახმარება

  ჯგუფში გაწევრიანებულია 1500 ადამიანი. ისინი გვეხმარებიან:

• ცხოველების ტრანსპორტირებაში

• ლეკვებისა და კნუტების შეფარებასა და გაჩუქებაში

• ფინანსური დახმარების მობილიზებაში

    ჯგუფის ყოველთვიური 1 ლარის კამპანია: 

ღნიშნული კამპანიით შეგროვებული თანხა ხმარდება შემდეგს:

• „შეფარების თანხის“ გადახდა

• მედიკამენტები

• საკვები

• ვეტერინარული მომსახურება

    მოხალისეებთან ერთად განვახორციელეთ:

1. ზამთრისთვის სახლების განთავსება ცხოველებისთვის: ტრასის პირას მყოფი ცუგებისთვის სპეციალური სახლების დადგმა, რათა ზამთარი ადვილად გადაიტანონ.

2. 500-მდე ცხოველის დახმარება: 5 წლის განმავლობაში ჯგუფმა გაუწია დახმარება 500-მდე მიუსაფარ ძაღლსა და კატას.

3. სტერილიზაცია/კასტრაცია: საერთო ჯამში განვახორციელეთ ასობით ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია, რითაც შემცირდა მათი უკონტროლო გამრავლება.

  მიღწეული შედეგები

• საზოგადოების ნაწილმა გააცნობიერა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია.

• შემცირდა უარყოფითი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.

• ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ ცხოველს ვერ ეხმარებიან, მას ზიანი მაინც არ უნდა მიაყენონ.

 

პრობლემები, რომლებიც ვცდილობთ აღმოვფხვრათ:

• მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება

• ცხოველების მიმართ სისასტიკე

• ტრავმირებული ცხოველებისთვის დაუყოვნებელი დახმარების გაწევის ნაკლებობა

    სტატისტიკური მონაცემები:

• გაწევრიანებული ადამიანები: 1500

• დახმარებული ცხოველები: 500+

• წარმატებული სტერილიზაციები: 250+

• დადგმული სახლები: 20

პროექტის ხანგრძლივობა და დრო:

პროექტი მიმდინარეობს 2019 წლიდან დღემდე. პარტნიორები და მხარდამჭერები: პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ადგილობრივი მოხალისეების, ვეტერინარების და ჯგუფის წევრების აქტიური მხარდაჭერით.