მოხალისის შესახებ
მე ვარ რუსა გველესიანი, 15 წლის, ვცხოვრობ ჭიათურაში, '' ჰელფინგ ჰენდ'' - ის მოხალისე 2021 წლიდან, მაქვს სურვილი ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობებით შევცვალო სხვების ცხოვრება და გავამრავალფეროვნო როგორც მათი ასევე ჩემი.
ჩართული ვარ "ჰელფინგ ჰენდ'' - ის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში რომლებიცაა: ციფრული ტექნოლოგიები სოცაილური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში და მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ. ვიყავი მოხალისეთა კოორდინატორი, მაქვს რამდენიმე საკუთარი პროექტი რომლითაც ვცდილობ გავამრავალფეროვნო მოხალისეობრივი შესაძლებლობები. მსურს მოხალისეობით შევქმნა მეტი შესაძლებლობა, გავახარო ადამიანები და რათქმაუნდა განვავითარო საკუთარი თავი, შევიძინო ახალი უნარ ჩვევები და მეგობრები.