პროექტის დეტალი

მედიაწიგნიერების კლუბი - პირველი შეხვედრა სივრცეში

გამოყვეყნების თარიღი: Jun 04, 2022

პროექტის აღწერა

1 მარტს კლუბ დეტექტორის პირველი შეხვედრა ჩავატარე სივრცეში, შეხვედრაზე გავიხსენეთ რას ნიშნავს მედიაწიგნიერება და გავაკეთეთ პრაქტიკული სავარჯიშოები მანიპულაციის შესახებ.

      აქტივობის მოკლე აღწერა: კლუბის წევრებს ვთხოვეთ დაეხატათ სტრუქტურულად კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, როცა ყველამ დაასრულა შეაფასეს ერთმანეთის ნახატები, ბევრს არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, თუ რა რაოდენობის კბილის პასტაა გამოყენებული რეკლამაში, როგორც აქტივობიდან და წევრების ნახატებიდან დავინახეთ უმეტესობამ საკუთარ ნახატზე სწორედ იმ რაოდენობის კბილის პასტა დახატა, რამდენიც რეკლამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გაცილებით ნაკლების გამოყენებაა საჭირო. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე მედია, მათ შორის რეკლამაც. როდესაც ჩვენ ვუყურებთ რეკლამას, ვერც კი ვამჩნევთ, თუ როგორ ახდენს ის ჩვენზე ინფორმაციულ გავლენას, თუმცა ახლა ისინი სწორად იმას აკეთებენ, რაც კბილის პასტის მწარმოებლებს სურთ. ისინი იყენებენ კბილის პასტის დიდ რაოდენობას, უფრო ხშირად იძენენ მას, რაც კბილის პასტის მწარმოებლის მოგებას ზრდის. ვნახეთ მსგავსი რეკლამა. გავიხსენეთ ამის სხვა მაგალითები, ბოლოს კი შევაჯამეთ აქტივობა.


პროექტის ავტორი
, იმერეთი

მე ვარ რუსა გველესიანი, 15 წლის, ვცხოვრობ ჭიათურაში, '' ჰელფინგ ჰენდ'' - ის მოხალისე 2021 წლიდან, მაქვს სურვილი ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობებით შევცვალო სხვების ცხოვრება და გავამრავალფეროვნო როგორც მათი ასევე ჩემი.   ჩართული ვარ "ჰელფინგ... განაგრძეთ კითხვა