მოხალისის შესახებ
მე ვარ მარიამი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ირგანიზაციის მოხალისე.
ბავშვობიდან მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და მათთვის სიახლეების შეთავაზება,ვცდილობ გავავრცელო პოზიტივი და დადებითი ენერგია,მიყვარს სპორტი და ვცდილობ მივყვე ჯანსაღი ცხოვრების წესს,შესაბამისად ვეძებდი საშვალებას,რომ გამემრავალფეროვნებინა ჩემი სტუდენტური ცხოვრება და ამავდროულად მომეხდინა ჯანსაღი ცხოვრების პოპუკარიზაცია,შესაბამისად მივაგენი ქალაქ ქუთაისში ირგანიზაცია: სეოკ-ს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტს, აქ ჩვენ ძირითადად ვანხორციელებთ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს,სპორტული თემატიკის კუთხით,სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენ ღონისძიებებში აქტიურად ვრთავთ რეგიონის სკოლებს,ბაღებს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებსა და ადგილობრივ ანსამბლებს. ვახდენთ მათი ტალანტის შერწყმას სპორტულ თემატიკასთან,რაც ქმნის მაშტაბურ,საინტერესო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს,არსებულით ხდება სკოლანდელი თუ სკოლის მოსწავლეთათვის სპორული ცხოვრების ინტერესის გაღრმავება.
ჩვენი მიზანია მოზარდები აქტიურად ჩავრთოთ სპორტში და ვუბიძგოთ მათ სპორტის ჯანსაღი ოჯახის წევრობისკენ.მე და ბატ.რევაზ რობაქიძე-იმერეთის(ქუთაისის)ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე,მაქსიმალურად ვცდილობთ ღონისძიებები მეტად საინტერესო გავხადოთ,შესაბამისად ღონისძიებს ესწრებიან ცნობილი და წარმატებული სპორტცმენები და მათი ოჯახის წევრები.
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მოსწავლეები ინტერესდებიან სხვადასხვა სპორტული აქტივობითა თუ ოლიმპიელების მიღწევებით, რაც აღძრავს მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მოტივაციას..