პროექტის დეტალი

სპორტისა და ოლიმპიზმის 35-ე საიუბილეო დღე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 28, 2024 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2024 წლის 6 ოქტომბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, მოვაწყვეთ ბატონ რეზოსთან ერთად(იმერეთის  ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე) სპორტულ-კულტურული ღონისძიება,

სადაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულმა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა,ჩვენი თაოსნობით მოაწყვეს: ოლიმპიური გარბენი,ძვ.წელთაღრიცხვის პალეოლითური და ნეოლითური ხანის სპორტული სახეობების იმიტირებული წარმოდგენა,სპორტული აქტივობები ჭადრაკში,მინი-ფეხბურთში,ხელბურთში,თერჯოლის საჯარო სკოლების მონაწილეობით პერფომანსი- ,,ოლიმპიური სპორტი საქართველოში'' ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ფოტო გამოფენა და სხვა უამრავი აქტივობა.

  აღნიშნული ღონისძიების მიზანი გახლდათ მოგვეხდინა სპოტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, საზოგადოებისთვის გაგვეცნო ქართველი თუ უცხოელი წარმატებული,მისაბაძი სპორტცმენები,რათა ეს ხალხი ყოფილიყო მოსწავლეთათვის მაგალითი და მოტივაცია სპორტის სიყვარულისა და მომხდარიყო რაოდენობის გაზრდა სპორტულ სახეობებში ჩართულობისა, რის შედეგადაც მომავალში ჩვენ მივიღებთ მსოფლიოს მაშტაბით წარმატებულ სპორტცმენებს.ჩვენი მიზანია სპორტის მეშვეობით საქართველო გაიცნოს მსოფლიომ!