მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

ოთხშაბათური ბარათები 
  • #71-  დავწერე სტატია ფემინიზმის შესახებ. სტატიაში აღვწერე ის არანორმალური სიტუაციები,რომლებშიც ქალებს უწევთ ყოფნა. მთავარი მესიჯი კი ხმის ამოღებას გულისხმობს.   (1სთ)
  • #50 - გავაჩუქე და ვათხოვე სხვას წიგნები,რომლებიც უკვე წავიკითხე    (1სთ)
  • #33 - ჩავატარე შეხვედრა ჩემს სკოლაში თემაზე ,,თუ როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან  .   (2სთ)
  • #54 - ჩავატარე კამპანია კომპიუტერთან დიდი დროით გამოწვეული საფრთხეების შესახებ თანატოლებისთვის.   (2სთ)
  • #37 - დავეხმარე ხანდაზმულ მეზობლებს ბანკომატებთან პენსიის გამოტანაში, კიდევაც ვასწავლე და დამოუკიდებლად შეძლებენ აღებას ამიერიდან.   (1სთ)
  • #3 - შევაგროვე ტანსაცმელი ,საყოფაცხოვრებო ნივთები(საკვები) და გადავეცი სოციალურად დაუცველ ოჯახს.  (2სთ)
  • #85 - ჩავწერე ინტერვიუ შშმ პირთან და გავაცანი მეგობრებს მათი პრობლემები (2სთ)
  • #35 - ვიყავი მოხალისე გიდი და გავაცანი ჩემს უცხოელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის ისტორია და გეოგრაფია. (2სთ)
  • #9 - დავგეგმე საქველმოქმედო კამპანია ჩემს კლასში,ა ავაგროვეთ თანხა და ტანისამოსი, გავიყოლე მაღაზიაში მეგობრები: ანი და არკადი, შევიძინეთ საკვები პროდუქტი და ეს ყველაფერი მივუტანეთ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს      (3სთ)             
  •  
  • 24 ნოემბერი- ჩემი ინიციატივით ვეწვიე VI კლასის მოსწავლეებს, სადაც ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს  ,,Umbrella".  განვიხილეთ ფილმი და წავიკითხეთ რევაზ ინანიშვილის  ,,ნეკეჩხლის წითელი ფოთოლი".   ვისაუბრეთ პერსონაჟებზე, მთავარ სათქმელზე და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.    (3სთ)
  • 25 ნოემბერი- ისევ მე-6 კლასელებთან ერთად ჩავატარეთ პატარა ღონისძიება ,,ნახვამდის ოქროსფერო შემოდგომავ''.   ვისაუბრეთ ამ დროზე, ჩავატარეთ სპექტაკლი ,,სოკოს ქვეშ''.  (10სთ)
  •     
  •                                                             რადიო ,,ჩემი ხმა'' 
                                          ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის

  • I გადაცემა - სწავლა, მისი დადებითი მხარეები; სიზარმაცე და აღმოფხვრის გზები; ჰობი და ჩვენი პროფორიენტაცია .     (2სთ)
  • II გადაცემა - რამდენად და როგორ ვახერხებთ მოზარდები თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას? მათი ინტერესების სფერო; ახალგაზრდული კლიმატის მნიშვნელობა და არაფორმალური განათლება.     (2სთ)
  • III გადაცემა - 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ: აუტიზმზე, სიმპტომებსა და მის გამოვლენაზე; ასევე აუტიზმის სტატიტიკური მონაცემები განვიხილეთ და ვისაუბრეთ ,თუ რა მომსახურებას იღებენ აუტისტი ადამიანები საქართველოში;    (2სთ)
  • IV გადაცემა - მედია, მისი როლი და საზოგადოება; რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი?! (2სთ)
  • V გადაცემა - რა არის მოხალისეობა?! საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე* ახალგაზრდული კლიმატის მეტად გამრავალფეროვნება (2სთ)
  • VI გადაცემა - ახალგაზრდული საქმიანობა და საზოგადოება; ახალგაზრდული პოლიტიკა და მისი მიზანი (2სთ)
  • VII გადაცემა -ნაადრევი ქორწინება ანუ ძალადობა;  მძიმე შედეგები და ამ პრობლემის გადაჭრის გზები .  (2სთ)         
  • VIII - მარი კორინთელი გვესაუბრა საკუთარი გამომცემლობის ისტორიასა და ფუნქციონირებაზე;  ასევე ხაზი გაუსვა  XXI საუკუნის რეალობასა და ახალგაზრდების წიგნებთან დამოკიდებულებას.   (2)
  • IX - ლარა გვესაუბრა ურთიერთობათა კომპეტენციებზე. (2)
  • X -მოწვეული მყავდა მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი.  (2)
  • XI - სალომე ბეჟიტაშვილი გვესააუბრა სამოქალაქო განათლების როლზე საზოგადოებისათვის. (2)
  • XII - ბოლო გადაცემაში წამყვანიც მე ვარ და სტუმარიც.              (2).                                                         - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                                 პროექტი - მოზარდი მოხალისეების ჩართულობა
                                                         კოვიდ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ


  • 4 აპრილი -პირველი შეხვედრა ---→ მოზარდებს გავაცანი ჩვენი ორგანიზაცია და შემდეგ ვისაუბრე ამ პროქტზე, მის მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე.. ასევე ვიმსჯელეთ და ვისაუბრეთ თემაზე: გარემო და ჯანმრთელობა. რატომ გვჭირდება ჯანმრთელი გარემო? რა ზიანს ვაყენებთ ჩვენი მოქმედებით მას?!   (2სთ)
  • 12 აპრილი - მორიგი საკლუბო შეხვედრა..
  •  თემები, რომლებზეც ვისაუბრეთ:
  • მოხალისეობა;
  • მოხალისებიის როლი და საზოგადოება;
  • Helping Hand და ახალი გამოწვევები;
  • ჯანმრთელი გარემო და ჯანსაღი ეკოსისტემა;
  • ეკოლოგიური პრობლემები°
  • შევათანხმეთ ტრენინგის წარმართვის ფორმები და დავგეგმეთ საინტერესო შეხვედრები 
  • შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 
  •     შემოგვიერთდნენ ახალი მოხალისეები და გვესწრებოდა ქიმიის მასწავლებელიც... რომელსაც ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი და მთლიანად ორგანიზაცია  (2 სთ) 
        °14 აპრილი -  მეტად განსხვავებული შეხვედრა ჩავატარე.... 
    ვეწვიე პირველ კლასელ პაწაწუნებს და გაოცებული დავრჩი მათი ასეთი აქტიურობით..
    I ფაზა - ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს ,, ჩიტი ტარი'', სადაც ბავშვებმა თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ ვნებს კბილებს ბევრი ტკბილეული;
   ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პრობლემებს იწვევს პირის ღრუს ჰიგიენის წესების არ დაცვა.
      II ფაზა - ვისაუბრეთ ზოგად ჰიგიენის წესებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა შევასრულოთ
(მაგ: ხელების დაბანა, თმის დაბანა მოვლა)
     III ფაზა - ბავშვებს ვაჩვენე ჩონჩხის (პირის ღრუს) საშუალებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა*  .   ერთ-ერთი მოხალისე კონსტანტინე, ბოლოს გამოვიდა და თვითონ გამოსცადა სწორად მიწოდებული ინფორმაცია...    (2სთ)

  • 28 აპრილი - ჩვენი სასაუბრო თემა: პირადი ჰიგიენის ნორმები და სწორი კვება,როგორც ჯანმრთელობის საწინდარი;    ვითამაშეთ საინტერესო თამაში ''ჰიგიენის ჭიქები . (2სთ)
  • 16 მაისი - საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა,სადაც განვიხილეთ და დავგეგმეთ სამომავლო აქტივობები.  (1სთ)
  • 20 მაისი -ვეწვიე მეოთხე კლასს,ვისაუბრეთ მოხალისეობაზე. განვიხილეთ თემები: ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს გარშემო, ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ადამიანი. კატასტროფები და მათთან გამკლავება.   (3სთ) 
  • 26 მაისი -3 მოხალისე გავედით და დავასუფთავეთ სანაპირო ზოლი. (2)
  • 27 მაისი - გვყავდა მოწვეული პროფესორი ბსუ-დან,რომელიც გვესაუბრა ჯანსაღ ცხოვრებასა ჯანსაღ კვებაზე.   (3)  
  • 3 ივნისი - გრანდიოზული ფესტივალი ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"  (25საათი)                                               
მოხალისე    მასწალებელი ინგლისურ ენაში
  • ქეთი ახვლედიანი .   მარტი (4,7,9,11,14,16,18,21,23,25,28,30) 12შეხვედრა -12 სთ
  • აპრილი (4,6,8,11,13,15,18,20,22, 29) 10შეხვედრა -10სთ
  • მაისი (2,4,6,9,11,13,16,18,20,23,25,27,30) . 13 შეხვედრა -13სთ 
  • ივნისი (5, 10, 22. 23) - 4სთ
  • ნინი ახვლედიანი .    მაისი (19,23,25,27,30) - 5 შეხვედრა - 5სთ
  • ქეთი ახვლედიანი     სექტემბერი (23, 26) - 2შეხვედრა -2სთ
  • ოქტომბერი - (1, 15, 18, 27, 29, 31)     - 6შეხვედრა - 6სთ 
  • ნოემბერი - (1, 3, 4, 8, 10, 11, 15, 17, 18, 21, 23, 24, 25, 26, 29)  15 შეხვედრა - 15 საათი                                         
                                              ომოიკანე მარიამი
  • 26 სექტემბერი - საინტერესო ფაქტები ტვინის შესახებ;   (1სთ)
  • 29 სექტემბერი - საინტერესო ფაქტები ჰორმონების შესახებ;    (1სთ)
  • 11 ოქტომბერი- გოგონათა საერთაშორისო დღე და ცნობილი გოგონები (ქალები) 1სთ
  • 27 ოქტომბერი - ასფიქსია და ბერძენი ფილოსოფოსი, ქრისიპიუსი   (1სთ)
  • 5 ნოემბერი - როგორ მოქმედებენ ტკივილგამაყუჩებლები?  (2სთ)
             მოხალისე ბიოლოგიის მასწავლებელი
  • 26 ნოემბერი - ჩატარდა პირველი შეხვედრა, გავიცანით ერთმანეთი. ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე. ასევე განვიხილეთ ბიოლოგიის მნიშვნელობა, თუ რა არის ბიოლოგია, რაში გვჭირდება, რა მიმართულებები აქვს და ა.შ.    (2სთ)

     

ყველა პროექტი

მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ

მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ

ჯანდაცვა/მედიცინა აჭარა
ჩართული მოხალისეები: 30
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია