პროექტის დეტალი

მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2022 ჩართული მოხალისეები: 30 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი - მოზარდი მოხალისეების ჩართულობა
                                                     კოვიდ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ

საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე, გავიგე და შევიმეცნე ამ პროექტით.  იყო საკითხები რაც არ ვიცოდი და იყო რაც ვიცოდი, მაგრამ შევისწავლე საფუძვლიანად და ხარისხიანად.  თემები, რომლებიც ჰიგიენის საკითხებთან იყო კავშირში, არ იყო მარტივი. მარტივი იმ მხრივ, რომ მე, როგორც თანატოლ-განმანათლებელი, უნდა გადამეცა სხავადასხვა ფორმით მიღებული ინფორმაცია ბავშვებისათვის, ეს იქნებოდა თამაშით, ვებინარებით და ა.შ.      
     შეიქმნა კლუბი, ჩატარდა სხვადასხვა შეხვედრა.  თითოეული შეხვედრის დეტალებს ქვევით წარმოგიდგენთ.
  • პირველ შეხვედრაზე მოზარდებს გავაცანი ჩვენი ორგანიზაცია და შემდეგ ვისაუბრე ამ პროექტზე, მის მიზნებსა და მისაღწევ შედეგებზე.. ასევე ვიმსჯელეთ და ვისაუბრეთ თემაზე: გარემო და ჯანმრთელობა. რატომ გვჭირდება ჯანმრთელი გარემო? რა ზიანს ვაყენებთ ჩვენი მოქმედებით მას?!  
  • 12 აპრილი - ჩავატარეთ მორიგი საკლუბო შეხვედრა.. თემები, რომლებზეც ვისაუბრეთ იყო:
  • მოხალისეობა;
  • მოხალისებიის როლი და საზოგადოება;
  • Helping Hand და ახალი გამოწვევები;
  • ჯანმრთელი გარემო და ჯანსაღი ეკოსისტემა;
  • ეკოლოგიური პრობლემები
  • შევათანხმეთ ტრენინგის წარმართვის ფორმები და დავგეგმეთ საინტერესო შეხვედრები    
  • შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 
  •     შემოგვიერთდნენ ახალი მოხალისეები.
  •         °14 აპრილს -  მეტად განსხვავებული შეხვედრა ჩატარდა 
    ვეწვიე პირველ კლასელ პაწაწუნებს.
    I ფაზა - ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს ,, ჩიტი ტარი'', სადაც ბავშვებმა თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ ვნებს კბილებს ბევრი ტკბილეული;
   ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პრობლემებს იწვევს პირის ღრუს ჰიგიენის წესების არ დაცვა.
      II ფაზა - ვისაუბრეთ ზოგად ჰიგიენის წესებზე, რომლებიც ყოველდღიურად უნდა შევასრულოთ
(მაგ: ხელების დაბანა, თმის დაბანა მოვლა)
     III ფაზა - ბავშვებს ვაჩვენე ჩონჩხის (პირის ღრუს) საშუალებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა*  ბოლოს ბავშვები გამოდიოდნენ და თვითონ გამოსცადეს სწორად მიწოდებული ინფორმაცია...
  • 28 აპრილს ჩვენი სასაუბრო თემა ეხებოდა: პირადი ჰიგიენის ნორმები და სწორი კვება,როგორც ჯანმრთელობის საწინდარი;    ვითამაშეთ საინტერესო თამაში ''ჰიგიენის ჭიქები . 

  • 16 მაისს საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა,სადაც განვიხილეთ და დავგეგმეთ სამომავლო აქტივობები.  
  • 20 მაისს ვეწვიე მეოთხე კლასს, ვისაუბრეთ მოხალისეობაზე. განვიხილეთ თემები: ეკოლოგიური პრობლემები ჩვენს გარშემო, ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ადამიანი. კატასტროფები და მათთან გამკლავება.   
  • 26 მაისს მე და კლუბის 2 წევრი გავედით და დავასუფთავეთ სანაპირო ზოლი. 
  • 27 მაისს მოვიწვიეთ პროფესორი ბსუ-დან,რომელიც გვესაუბრა ჯანსაღ ცხოვრებასა და ჯანსაღ კვებაზე.   
  • 3 ივნისს ჩატარდა გრანდიოზული ფესტივალი ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"  - სადაც კლუბის წევრებმა შევაჯერეთ ყველა გავლილი თემა სხვადასხვა თამაშებითა და საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტებით.    გვქონდა ხატვის კონკურსი, სადაც გამოვავლინეთ 2 საუკეთესოდ შესრულებული ნახატი, რომელიც ეხებოდა ჯანსაღ ცხოვრებას.  ფესტივალის ბოლოს სამახსოვროდ გავჭერით ტორტი და ყველას დაურიგდა სამახსოვრო საჩუქრები.