მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

ჩემი მოხალისეობრივი გამოცდილების ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრ "მზესუმზირებში" მოხალისე ინგლისურის მასწავლებლად. ჩემი პასუხისმგებლობა მოიცავდა საინტერესო გაკვეთილების შემუშავებას და ჩატარებას მათი ენის ცოდნის, კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის გასაუმჯობესებლად. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ მომცა საშუალება შემემუშავებინა სწავლების სტრატეგიები, რომლებიც მორგებული იყო მოსწავლეებზე, არამედ გაღრმავდა ჩემი გაგება მათი უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. ჩვენი ყოველდღიური აქტივობები მოიცავდა ისეთ პრაქტიკულ დავალებებს, როგორებიცაა: ანბანის ასოებისგან სიტყვების ჩამოწერა, გუნდურად სიტყვების აღწერა და გამოცნობა, დიალოგების წარმართვა. თუმცა, გარდა იმისა, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული მათ საგანმანათლებლო პროცესში, ვფიქრობ, ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი მათთვის ინდივიდუალური ყურადღებისა და მხარდაჭერის აღმოჩენაში, რაც გამოიხატებოდა მოსწავლეების წახალისებაში, დაეძლიათ შიშები და თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი თავი. ამან კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა, მეტი ძალისხმევა გამომეყენებინა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში. მოსწავლეებთან მეგრობრული ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებას ასევე ხელი შეუწყო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობამ. კონცერტების ან საკლასო აქტივობების პერიოდში ხშირად ვასრულებდი დამხმარის როლს, სადაც ბავშვებს ვუძღვებოდი ინსტრუქციების შესრულების პროცესში. მსგავსი მჭიდრო ურთიერთობის განმავლობაში გავაანალიზე, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ხელმძღვანელობა და სწავლება, არამედ მოსწავლეთა საერთო განვითარებაზე ზრუნვა და პოზიტიური ცვლილებების გაძლიერება.

ყველა პროექტი

კაფე

კაფე "მზიური"- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისე ინგლისურის მასწავლებელი ბავშვთა დღის ცენტრში

მოხალისე ინგლისურის მასწავლებელი ბავშვთა დღის ცენტრში

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისეთა საინფორმაციო შეხვედრა

მოხალისეთა საინფორმაციო შეხვედრა

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
კაფე

კაფე "მზიური"- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა

სათემო განვითარება თბილისი
ჩართული მოხალისეები: 10
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისე ინგლისურის მასწავლებელი ბავშვთა დღის ცენტრში

მოხალისე ინგლისურის მასწავლებელი ბავშვთა დღის ცენტრში

სათემო განვითარება თბილისი
ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 0
მოხალისეთა საინფორმაციო შეხვედრა

მოხალისეთა საინფორმაციო შეხვედრა

სათემო განვითარება თბილისი
ჩართული მოხალისეები: 4
მოხალისეობრივი საათი: 0

კონტაქტი

ავტორიზაცია