პროექტი
პროექტის აღწერა
2024 წლის 16 ივნისს საქართველოს კარიტასის მოხალისეთა საბჭომ ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა მომავალ მოხალისეებთან. საბჭოს წევრებს მომზადებული გვქონდა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენლი იყო ყველა ის შესაძლებლობა თუ პროექტი, რომელიც მოხალისეთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა. პრეზენტაციის წარდგენისას ასევე გავაზიარეთ პირადი მოხალისეობრივი გამოცდილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი რამდენიმე პროექტის მიმართ მათი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების და პოტენციური მოხალისეების ინფორმირება და მოტივირება იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მოხალისეობასთან არის დაკავშირებული. ასევე მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სოციალურ თუ პროფესიულ პროგრამაში.