მოხალისის შესახებ
კესო ჩიტაშვილი, 15 წლის. ვარ ქალაქ თბილისიდან, კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან. მოხალისეობა დავიწყე რამდენიმე თვის წინ და შეძენილი გამოცდილება ნამდვილად მეხმარება ცხოვრების რთულ გზაზე. ამის გაკეთება დავიწყე, რადგან ყოველთვის მინდოდა სამყარო უკეთესი ადგილი გამხდარიყო ჩემთვის და სხვა მრავალი ადამიანისთვის და ახლა მის ცვლილებაში პატარა წვლილი შემაქვს. ვმოხალისეობ სხვადასხვა სფეროებით, როგორებიცაა მოხუცები, ტექნოლოგიები და სხვ. იმედია უფრო დიდ მაშტაბებში შევძლებ პროექტების განხორციელებას და მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას, რადგან თავს ისე კარგად არასდროს ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებ და სხვებს ცხოვრებას ოდნავ მაინც ვუომჯობესებ.