პროექტის დეტალი

სამენტორო პროგრამა - თბილისის მოხალისეები

გამოყვეყნების თარიღი: Aug 11, 2025
მოხალისეობრივი საათი: 0

პროექტის აღწერა

პროექტი ,,სამენტორო პროგრამა-თბილისის მოხალისეები'' განხორციელდა ,,ჰელპინგ ჰენდის" ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში. ის მიმდინარეობდა ივნისი-აგვისტოს თვეებში ლიზი მახარაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ თბილისში და ემსახურებოდა მრავალ სფეროს. 

2 თვის განმავლობაში შესრულებულ მოხალისეობრივ საქმიანობას ქვემოთ იხილავთ:

  • 25 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა პროგრამა და ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა, სადაც მენტორმა ლიზი მახარაძემ გაგვაცნო პროექტის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ და ყველასთან ერთად გაწერა თარიღები, განვიხილეთ იდეები...
  • სამენტორო ჯგუფის მიერ განხორციებული პირველი აქტივობა იყო მოხუცთა თავშესაფარ ,,კათარზისში'' მოხალისეობა. ჩვენ ორი საათის განმავლობაში აქტიურად ვეხმარებოდით მომსახურე პერსონალს საკვების ხანდაზმულებისთვის მირთმევაში. საკმაოდ კარგი დრო გავატარეთ უფროს მეგობრებთან ერთად! 

  • შემდეგ გადავწყვიტეთ თანატოლებისთვის ჩაგვეტარებინა ონლაინ სესია მოხალისეობის და მოხალისეობრივი სფეროების შესახებ. ამ შეხვედრაზე ჩვენ მათ გავაცანით მოხალისეობის დადებითი მხარეების შესახებ, მოხალისეობრივი ორგანიზაციების შესახებ და სხვ. ინფორმაციის მოძიებაში, პრეზენტაციაში ჩასმაში და შემდეგ წარდგენაში დავაგროვე 2 მოხალისეობრივი საათი.
  • მოგეხსენებათ 21-ე საუკუნეში აუცილებელია ცოდნის გაღრმავება აქტუალური სფეროების შესახებ რათა ყოველი ეს დაგვეხმაროს პროფესიის არჩევაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა რამდენიმე სესია აქტუალურ სფეროებთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიზი, მწვანე ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა და სხვ. პირადად მე ჩავატარე სამი შეხვედრა, ამასთან ერთად მოვიძიე ინფორმაცია თითოეული სესიისთვის, ავაწყვე პრეზენტაცია და წარვადგინე საორიენტაციო შეხვედრაზეც. ამ ყველაფრისთვის დამჭირდა 12 საათი და ამას ემატება 0.5 საათი, რომელიც დავხარჯე ინფორმაციის მოძიებაში ერთ-ერთ აქტუალურ სფეროსთან, ნეირომეცნიერებასთან დაკავშირებით. 




  • ევროპაში დღეს-დღეისობით თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, ამიტომ მე და ჩემმა სამენტორო ჯგუფმმა გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა ეკო-პოსტერები და გაგვევრცელებინა ინტერნეტში, რათა ხალხში ცნობიერება აგვემაღლებინა გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ და მოტივაცია მიგვეცა დედამიწის დასახმარებლად. ინფორმაციის მოძიებაში და პოსტერის გაკეთებაში ერთ-ერთ სხვა მოხალისესთან ერთად დავაგროვე 1.5 მოხალისეობრივი საათი. 
  • გარდა ეკო-პოსტერებისა, მე და სხვა მოხალისემ ასევე დავამზადეთ პოსტერების სერია ერთ-ერთ აქტუალური სფეროს, ინჟინერიის და კოსმოსის შესახებ, რათა თანატოლებში გაგვევრცელებინა ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ და გაგვეცნო სხვადასხვა შესაძლებლობები. ინფორმაციის მოძიებაში, პოსტერის დიზაინის არჩევაში და დამზადებაში დავაგროვე 2 მოხალისეობრივი საათი. 
    ივნისი-აგვისტოს თვეში დავაგროვე 20 საათი, თუმცა ამასთან ერთად ვმოხალისეობდი კათარზისში ხანდაზმულებთან და ვასწავლიდი მათ საბაზისო კომპიუტერულ უნარებს. ამიტომ საბოლოო ჯამში დავაგროვე 27 მოხალისეობრივი საათი 2 თვის განმავლობაში!


სამენტორო პროგრამა - თბილისის მოხალისეები
პროექტის ავტორი
თბილისი
სულ მოხალისეობრივი საათები: 0

კესო ჩიტაშვილი, 15 წლის. ვარ ქალაქ თბილისიდან, კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან. მოხალისეობა დავიწყე რამდენიმე თვის წინ და შეძენილი გამოცდილება ნამდვილად მეხმარება ცხოვრების რთულ გზაზე. ამის გაკეთება დავიწყე, რადგან ყოველთვის მინდოდა სამყარო უკეთეს... განაგრძეთ კითხვა