მოხალისის შესახებ
მე ვარ გიორგი ჯიქია, 14 წლის ახალგაზრდა ჩხოროწყუდან.
ბავშობიდანვე აქტიურად ვარ ჩართული სპორტში — ეს არის სფერო, რომელიც ძალიან მიყვარს და მხიბლავს. ყოველთვის ვცდილობ მონაწილეობა მიმეღო ყველა სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში იმართებოდა.
სპორტისადმი ამ ინტერესმა და აქტიურობამ გამიჩინა სურვილი, თავადაც ჩამეტარებინა მსგავსი ღონისძიებები. მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჩემი საქმიანობა საზოგადოებისთვის სასარგებლოა.
ჩემი პირველი ნაბიჯი იყო ჩემს თანაქალაქელებსა და მეგობრებს შორის გამოკითხვა — რა ტიპის სპორტული ღონისძიებების ჩატარება უნდოდათ, რომ ერთად განგვეხორციელებინა. ამ პროცესში უფრო ახლოს გავეცანი მოხალისეობის არსს და გავიცანი ბევრი ჩემი თანატოლი, რომლებიც მსგავს პროექტებს სრულიად უანგაროდ, საზოგადოების საკეთილდღეოდ ახორციელებდნენ.
მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მე და ჩემმა მეგობრებმა დავწერეთ პროექტები, რომლებიც სპორტული ღონისძიებების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
აქედან მოყოლებული, არაერთი ღონისძიება მაქვს ჩატარებული და ვგეგმავ მომავალშიც გავაგრძელო