პროექტი
პროექტის აღწერა
ჩავატარე ქუჩის ფეხბურთის ტურნირი, სადაც სხვადასხვა უბნიდან მონაწილეები შეიკრიბნენ. თამაშები იყო ენერგიული, დაძაბული და ძალიან სანახაობრივი. ყველა გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარ შესაძლებლობების წარმოჩენას, რამაც ტურნირს დამატებითი ინტრიგა შესძინა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე მცირე ტრავმაც გვქონდა, მაგრამ ყველაფერი დროულად მოვაგვარეთ და სერიოზული არაფერი ყოფილა. თამაშები უსაფრთხოდ გაგრძელდა და მონაწილეებმა შეძლეს ტურნირის ბოლომდე მიყვანა.
ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც სიმბოლური პრიზებითაც დავაჯილდოვეთ. საბოლოოდ, ეს იყო აქტიური, მეგობრული და პოზიტიური დღე, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდებს სპორტისკენ და ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ უბიძგა.