მოხალისის შესახებ
მე ვარ ანა ხორგუაშვილი 18 წლის და ვცხოვრობ ქალაქ კასპში. აღსანიშნავია,რომ ადრეული ასაკიდან დავიწყე ჩართულობა სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში.ხაზგასასმელია,რომ მე არ ამირჩევია კონკრეტული მიმართულების მოხალისეობრივი სფერო,რომელშიც მივიღებდი მონაწილეობას. მე მომწონს სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობა. მაგალითად: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,ეკოლოგიურ საქმიანობა,ინტელექტუალური შეჯიბრებები და ა.შ. მიყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა და მომწონს სიახლის შემეცნება. ბოლო პერიოდში გადაწყვეტილება მივიღე, რომ საგანმანათლებლო მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთო. მსურს,რომ გავაგრძელო მოხალისეობა და ავუმაღლო თანატოლებს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიგოს თავისი შესაძლებლობები, მოხალისეობრივი საქმიანობა კი,რა თქმა უნდა, მათ ამ ყველაფერში დაეხმარება.