პროექტის დეტალი

პროექტი ''ერთი დღე სტუდენტი"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 24, 2024 ჩართული მოხალისეები: 20 მოხალისეობრივი საათი: 0
პროექტი

პროექტის აღწერა

2023 წლის 30 მაისს,განხორციელდა პროექტი ''ერთი დღე სტუდენტი",რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.პროექტში  მონაწილეობას იღებდნენ საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეები კასპისა და გორის მუნიციპალიტეტიდან.მოსწავლეებს შეხვდა და უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გორის უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.მოსწავლეებს ასევე მიმართეს კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნათია ილურიძემ,გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა.მოსწავლეები დაესწრნენ ისტორიის,ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით ლექციებს,რითაც შესაძლებლობა მიეცათ,უკეთ გასცნობოდნენ როგორც მათთვიის სასურველ პროფესიებს,ასევე სტუდენტურ ცხოვრებას.