მოხალისის შესახებ
მე ვარ ვალერი ნარიკაევი, 17 წლის, გორიდან. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო, როდესაც მე-6 კლასში ვიყავი. იმ დროიდან აქტიურად ჩავერთვე ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ საქმიანობებში, სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, ხოლო მიღებული ცოდნის გაზიარებას იმ დროიდანვე ვცდილობდი სხვადასხვა აუდიტორიისთვის. 2024 წელს სკოლაში არსებულ ეკო-კლუბ "მეტამორფოზასთან" ერთად განვახორციელე არაერთი აქტივობა, გარდა ამისა, ჩართული ვიყავი USAID პროგრამაში "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".