მე ვარ თეკლა ნაფიშვილი 16 წლის, ქალაქ გორიდან.
4 წელია რაც არაფორმალურ აქტივობებში ვერთვები და ვარ მოხალისე.
მოხალისეობისთვის არ ვზოგავ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას, რადგან მე ვხედავ, როგორიცვლებიან ადამიანები და ვითარდება გარემო ჩემი მცირე წვლილითაც კი. მოხალისეობა ჩემთვის არის- გაცემა, მხარდაჭერა დაგაზიარება. თითოეული პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობ, მაძლევს საშუალებას, შევიცნოახალი ადამიანები, გავიგო მათი ისტორიები და უფრო ღრმად გავიგო საზოგადოებისსაჭიროებები. ეს არის გზა, რომლითაც ვქმნი დადებით ცვლილებებს, ვაძლიერებ სხვებს და, ამასთანავე, ვგრძნობ ჩემს პირად ზრდას. მოხალისეობა მაძლევს შანსს, ვიყო არამხოლოდმაყურებელი, არამედ აქტიური მონაწილე უკეთესი მომავლის შექმნაში. ჩემთვის მოხალისეობაარის შთაგონების წყარო – საკუთარი და სხვების განვითარებისთვის. მოხალისეობა ჩემთვისარა მხოლოდ ქმედებაა, არამედ ცხოვრების წესია. მე ვცდილობ, თითოეული ნაბიჯი იყოსიმედის და ცვლილების სიმბოლო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩავატარე 30-ზე მეტი ტრენინგი ისეთ თემებზე, რომლებიცახალგაზრდების პიროვნულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. ესტრენინგები მოიცავდა: ლიდერობას და გუნდურ მუშაობას, მედიაწიგნიერებას, პრეზენტაციების ტექნიკას, ეფექტურ კომუნიკაციას, ემოციების მართვას, ტოლერანტობასა დაბულინგის პრევენციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ევროკავშირის და ნატოსშესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ ტრენინგების მიზანი იყო ახალგაზრდებისშესაძლებლობების გაძლიერება, მათი სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობისჩამოყალიბება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვმონაწილეობდი 5 ბანაკში, სადაცმიღებული ცოდნის შემდეგ მე თვითონ ჩავატარე ტრენინგები სკოლებში სხვადასხვა აქტუალურსაკითხებზე. -ვიყავი გაეროს მოდელირის პროექტში ჩართული სადაც გვიტარდებოდატრენინგები ამ თემასთან დაკავშირებით და გვქონდა იმიტირებული პროცესი.
ასევე ჩართული ვარ:
-სკოლის ბიოლოგიურ, ტექნოლოგიურ და კინო კლუბებში, სადაც ვგეგმავ და ვმართავსაინტერესო აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებით და სამეცნიეროგანვითარებას ემსახურება. -
შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმში, რაც ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობისმნიშვნელობის გაზიარებას და ინიციატივების ხელშეწყობას ემსახურება. -სტუდენტურიპარლამენტის პროექტში “მოსწავლეთა განვითარების ჰაბი”, სადაც ჩემი გუნდის ლიდერი ვარ. ამ პროექტის ფარგლებში აქტიურად ვგეგმავ ინიციატივებს, რომლებიც მოსწავლეთაგანათლებასა და უნარების განვითარებას ემსახურება.
-მე, როგორც სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი, ჩემს გუნდთან ერთად ვგეგმავ დავატარებ მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა სოციალურიდა საგანმანათლებლო განვითარებას. გავმართეთ და მომავალში ვგეგმავთ: ინტელექტუალური თამაშები "რა? სად? როდის?", ,,ტვინების ბრძოლა", დებატები დადისკუსიები, კარნავალი,წიგნების თაროს პროექტი, პროფორიენტაციის კვირეული, იმიტირებული სასამართლო, ევროკავშირის კვირეული, სხვადასხვა სახის კონკურსები, ინგლისურენოვანი შეჯიბრები. მოხალისეობრივი საქმიანობა ადგილობრივ დონეზე არშემოიფარგლება.
-აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო პროექტებში:
ვარ ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, რომლის ფარგლებშიც ვატარებ ტრენინგებს ევროკავშირისდა ნატოს შესახებ, რაც ახალგაზრდებში მათი როლის უკეთ გაგებას უწყობს ხელს. ასევევგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს ევროკავშირის შესახებ.
USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”
ამ პროექტში საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული, რადგან ის მეხმარება პიროვნულგანვითარებაში და სხვადასხვა უნარების შეძენაში. პროექტის ფარგლებში ჩავატარე ძალიანბევრი ტრენინგი და აქტივობები.
საზოგადოება "ბილიკშიც" აქტიურად ვარ ჩართული და აქტივობებსაც ვანხორციელებ, მაგალითად ევროპის თემაზე, როგორიცაა: ვიქტორინები და ტრენინგები, გაეროსმოდელირება,
ვიზიტები ევროკავშირის და ნატოს ცენტრში. ამ ინიციატივებმა ახალგაზრდებში გააძლიერასოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში მოხალისედ ვმუშაობდი გორის კეთილდღეობის დაგანვითარების ცენტრში, სადაც ვეხმარებოდი ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიცსაჭიროებდნენ განსაკუთრებულ მიდგომას. ეს საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებითმნიშნელოვანი იყო, რადგან თანასწორობა და სოციალური ინტეგრაცია ჩემთვის უმთავრესღირებულებებს წარმოადგენს.
ვიყავი ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პრიექტებში- Technovation Girls-ის პროგრამის მონაწილე, სადაც გოგონებთან ერთად ტექნოლოგიურ პროექტებს ვავითარებდი.
ვმონაწილეობდი LEGO Robotics და WordPress Development პროექტებში.
ტექნოლოგიურ ბანაკში გავაკეთეთ აპლიკაციები და ვებ-გვერდები, რაც ტექნოლოგიებისადმიინტერესს ამაღლებს. საკუთარი ინიციატივით შევქმენი “მოსწავლეთა თვითმმართველობისსაკოორდინაციო ცენტრი”, სადაც მოსწავლეებს ვთავაზობთ ტრენინგებს და აქტივობებსპიროვნული ზრდისა და ლიდერული უნარების განვითარების მიზნით. ჩემთვისუმნიშვნელოვანესია საზოგადოების დახმარება, რაც გამოიხატება საქველმოქმედოინიციატივებში:
ავმუშაობ საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებაზე, რომელიც მიზნად ისახავს გოგონასდახმარებას, რომელსაც სჭირდება საზღვარგარეთ წასვლა მკურნალობისთვის.
-სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განვახორციელე ახალგაზრდულიპროექტები, რომლებიც სოციალურ თანასწორობასა და ჩართულობას მოიცავდა. გარდა ამყველაფრისა ქალაქში რაიმე აქტივობა ან ტრენინგი თუ ტარდება ყველგან ვიღებმონაწილეობას და თუ რაიმე ახალი შემოთავაზება იქნება აუცილებლად ვერთვები. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ამ სფეროში ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ ადამიანებსმივცე ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე და ასევეაქტიურად ვმუშაობ ჩემს იდეებზე და მათ განხორციელებაზე. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ისეთირომელიც ახალგაზრდებს უფრო მეტად დაეხმარება საკუთარი თავის განვითარებაში და ამიდეებს აუცილებლად განვახორციელებ.