მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

გამარჯობა, მე თაკო ვარ, საჩხერის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან. მე სხვიტორის საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ და ჩემი გარემოთადაცვითი მოხალისეობისადემი დაინტერესება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ კარგად არ ვიცოდი თუ რატომაა ჩვენთვის გარემო ასეთი მნიშვნელოვანი თუმცა სკოლაში, კერძოდ სხვიტორში ,,ერთი მცენარის აქცია" წამოვიწყე და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცენარეები დავრგეთ. ჩემი დაინტერესება ამ მოხალისეობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზარდა რის გამოც 2022 წელს სკოლაში ახალი პროექტი დავიწყე ,, ჩემი გარემო'' რაც მიზნად ისახავდა იმას, რომ მოსახლეობის ცნობიერება გაგვეზარდა ნარჩენებზე, რადგან ისინი მდ.ჩიხურაში ნარჩენებს ყრიდნენ. ჩვენ დავარიგეთ ბუკლეტები, ავუხსენით ნარჩენების დაშლის სქემა და გავზარდეთ ცნობიერება ხალხში თუ რამდენად რთულია და დიდხნიანი პროცესია ნარჩენების დაშლა.2023 წელს საჩხერის ახალგაზრდული ცენტრის წევრი გავხდი, სადაც ნარჩენების გადამუშავება და მათი გამოყენება ვისწავლე. ეს ცოდნა ბუნებრივია გამოვიყენე და ცენტრის შენობაში პლასტმასის ფარდა გავაკეთეთ, რომელიც ბოთლებისგან, თავსახურებისგან და სხვა ბევრი სახის ნარჩენით დავამზადეთ. 2024 წელს საჩხერე-ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება დავიწყეთ, ნარჩენები გადავახარისხეთ და სრულიად უსასყიდლოდ ვაბარებთ, ახლა სკოლის დამამთავრებელ კლასში ვარ თუმცა პროექტი ,,ჩემი გარემო'' გრძელდება, მჯერა რომ ეს პროექტები ჩემს რაიონს განვითარებაში ძალიან დაეხმარება რადგან გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი მოვლა ჩვენი ვალია.

ყველა პროექტი

No projects available yet.

კონტაქტი

ავტორიზაცია