მოხალისის შესახებ
მე ვარ აქტიური ადამიანი, მიყვარს პროექტების განხორციელება და ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაზიარება. თავისუფალ დროს მიყვარს კითხვა და ხატვა.
აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც ჩემი რაიონის, ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. მუდმივად ვვითარდები, როგორც პიროვნულად, ასევე კარიერულად და ვცდილობ ეს განვითარება სხვებსაც გავუზიარო.
ადვილად შევდივარ ყველა ასაკის წარმომადგენელთან კომუნიკაციაში;
შემიძლია გუნდური მუშაობა;
ვფლობ კომპიუტერულ უნარებს;
მაქვს ლიდერული უნარები;
ვარ პუნქტუალური;
შემიძლია კრიტიკული აზროვნება;
შემიძლია კარგად წერა და ხატვა.
ვსწავლობ სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქ.ონის საჯარო სკოლაში და ვცდილობ ჩემი სასწავლო გარემო ყოველმხრივ მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო.