მე ვარ საბა ტალახაძე, ჰელფინგ ჰენდის მოხალისე თანასწორ-განმანათლებელი და მსურს მოხალისეობის გზით ჩემი წვლილი შევიტანო ახალგაზრდულ საქმიანობაში და ჩემს თანატოლებთან ერთად ვაკეთო სასურველი საქმიანობა. მოხალისეობა ის საქმიანობაა, რომელშიც შემიძლია ჩემი ყველა უნარი გავაერთიანო, ვიყო აქტიური მოქალაქე და მივაღწიო ყველა დასახულ მიზანს. ესაა შესაძლებლობა, გავიცნო ახალი ადამიანები მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობრივი საქმიანობისას ვიღებ ისეთ გამოცდილებას, რაც განსხვავებულია ჩემი სტანდარტული სამუშაო გარემოსგან, ადამიანებთან ურთიერთობისას საშუალება მეძლევა განსხვავებულად შევხედო მოვლენებს, ხოლო პრაქტიკული სამუშაო - მეხმარება საკუთარ თავში ახალი უნარების განვითარებაში. ძალა - ახალგაზრდებშია. მოხალისეობა კი არის ის საქმიანობა, რაც ქვეყანას დაეხმარება განვითარების პროცესსა და წინსვლაში. მე მოხალისე ვარ, გახდი შენც!