მოგესალმებით! მე ვარ საბა გელაშვილი, სტუდენტი და მოხალისე, და ცხოვრების არც თუ ისე დიდ გზაზე უამრავი შთამბეჭდავი პროექტის ნაწილი ვყოფილვარ. სკოლის ასაკიდანვე ვგრძნობდი მიზანს საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურ ნაწილად ქცევაში, და შესაბამისად მრავალი წარმატებული ღონისძიება მაქვს განხორციელებული, რომელთა მიზანი ხალხისა და ქვეყნისთვის დადებითი შედეგების მოტანა იყო.
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის საკმაოდ დიდ რაოდენობიდან გამომდინარე გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმეს, რომელბმაც ყველაზე დიდი შედეგი მოიტანეს ჩემს თემსა და მონაწილეთა ცხოვრებაში.
კერძოდ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის ფარგლებში რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა ჩემს თემში ჩამეტარებინა ეფექტური ვორქშოფები. ერთ-ერთი მათგანია "YouthConnect EU: Bridging Borders and Minds", რომელიც ჩატარდა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ევროკავშირის და მის აღმოსავლეთ სამეზობლოს შესახებ ცოდნის გაზიარება, ევროპული ფასეულობების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სოლიდარობის გააზრება. ერთ დღიანი ვორქშოფის ფარგლებში სხვა ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად ახალგაზრდებს შევთავაზეთ გასართობი და შემეცნებითი სამაგიდო თამაშები, დისკუსიები და შემოქმედებითი სემინარები, ცალკეული აქტივობები და პრეზენტაციები. პროექტის მთავარი მიზანი ახალგზარდების მხარდაჭერა, მათში მოხალისეობის როლის გაზრდა და აღნიშნულ თემებზე ცნობიერების ამაღელბა იყო. ხოლო შედეგები მნიშვნელოვნად აისახა მათ ცხოვრებაზე – 35-40 ახალგაზრდამ მიიღო უშუალო მონაწილეობა, ხოლო მომავალში მათ თავისუფლად შეუძლიათ გააგრძელებენ მსგავს ინიციატივებში ჩართვა.
ამავე პროგრამის პარალელურად, მე ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში, სადაც შევქმენით დისკუსიები აქტიურ მოქალაქეობაზე და ევროკავშსა და საქართველოს ურთიერთობასა და ჩვენ შორის დაკავშირებულ თემებზე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი ახალციხის ამერიკის კუთხის მიერ დაორგანიზებულ აქტივობებში. მათგან ცალკე გამოსაყოფია დებატებთან დაკავშირებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სრულებით გავუზიარეთ სკოლის მოსწავლეებს. მივეცით მათ შესაძლებლობა დაუფლებოდნენ დებატების სპეციფიკასა და ხელოვნებას, ხოლო ბოლოს ქალაქის მასშტაბით ვაწარმოეთ დებატების ტურნირი.
რაც შეეხება ეკოლოგიური სიახლეების დანერგვასა და განვითარებას პრაქტიკაში - ჩვენს ცხოვრებაში, ამ მხირვაც საკმაო გამოცდილებით გახლავართ. შევძელი ჩემი თანამოქალაქეებისა და დაინტერესებული პირებისთვის მიმეწოდებინა თვეების განმავლობაში დაგროვლი ცოდნა 4R პრინციპების გარშემო და ჩაგვეტარებინა დასუფთავების აქცია ქ.ახალციხეში და-ძმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თითოეული მცირე თუ მასშტაბური მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ როლს ასრულებს ჩემი ცხოვრებისთვის, რადგან ამ გზით მტკიცდება, რომ თითოეულ პატარა ნაბიჯს შეუძლია გამოიწვიოს დიდი დადებითი ცვლილებები საზოგადეობასა თუ ქვეყანაში.
ჩემთვის უმთავრესია, რომ ეს პროექტები არ ყოფილა მხოლოდ ერთი დღის აქტივობა – თითოეულმა მათგანმა დატოვა კვალი და ჰქონდა პოზიტიური გავლენა თითოეულ მონაწილეზე, რაც გრძელვადიან ჭრილში ხელს უწყობს ახალგაზრდების გაააქტიურებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარკვეული თემების გარშემო.
ჩემი მოტივაცია მუდმივად იზრდება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ წინ უამრავი ახალი პროექტი და ინიციატივა მელის, რომელთა გავლენა არა მხოლოდ მათ მონაწილეებს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას მოხმარდება. ხოლო ჩემი მიზანია, რომ თითოეულმა ასეთმა პროექტმა უფრო მეტი ცვლილება და უკეთესობისკენ წინსვლა მოუტანოს ჩვენს ქვეყანასა და ადამიანებს.
წინ და მხოლოდ წინ!