მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

ნინო თუთაშვილი, 22 წლის ,მოხალისე
ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის " ახალგაზრდული პროექტის მოხალისე.ზოგადად ბოლო დროს აქტიურად ვმოხალისეობდი, განსაკუთრებით კი COVID 19 ვირუსით გამოწვეული კარანტინის პერიოდში.
მოხალისეობის გამოცდილება აღნიშნულ პროექტში ჩართვამდეც მქონდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ვიყავი მოხალისე ტუტორი - "ტუტორების სკოლაში"სადაც ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებს ვუწყობდი ხელს საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
გარდა ამისა, ჩავერთე "ჰელფინგ ჰენდის" მოხალისეების მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო პროექტში: ,, ჩემი კარანტინის აღმოჩენა", პროექტი მიზნად ისახავდა კრეატიული და შემოქმედებითი ახალგაზრდების კარანტინის პერიოდში აღმოჩენილი ახალი უნარების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. პროექტის დაჯილდოების ცერემონიაზე ვიმუშავე როგორც მოხალისე ფოტოგრაფმა.
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, ასევე რამდენიმე მოსწავლეს ვეხმარებოდი ინგლისური ენის საბაზისო დონეზე დაუფლებაში. ამჟამად კი ვარ ასოციაცია ,,ანიკას" მოხალისე და სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარები შშმ პირებს.

ყველა პროექტი

No projects available yet.

კონტაქტი

ავტორიზაცია