მოხალისის შესახებ
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
ნიკოლოზ კეთილაძე ქუთაისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ წევრია. ორგანიზაცია მუშაობს 5 მიმართულებით, ესენია: ახალგაზრდობა, მეცნიერება, დემოკრატია, ეკოლოგია, კულტურათაშორისი დიალოგი. ორგანიზაციის წევრობა სრულად მოხალისეობრივია. წევრები ორგანიზაციაში ატარებენ კვირაში 6 საათს (მინიმუმ). ნიკოლოზი აღნიშნული ორგანიზაციის წევრია 2022 წლის ნოემბრიდან.
ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო
მიმდინარე წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც 27 წევრია, მათ შორის 3 არასამთავრობო ორგანიზაცია. საბჭოს წევრობა სრულად მოხალისეობრივია. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, რომლის პოზიციასაც ნიკოლოზ კეთილაძე იკავებს.
მოხალისეთა კლუბი
მიმდინარე წლის განმავლობაში ნიკოლოზი უძღვებოდა სამ მოხალისეთა კლუბს. პირველი მოხალისეთა კლუბი (24 მარტი-9 ივნისი) მიზნად ისახავდა მოხალისეობის პოპულარიზებას ქუთაისის მუნიციპალიტეტში. პროგრამაში მონაწილეობდა 19 ადამიანი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 8 შეხვედრა სხვადასხვა სკოლაში, რომლებსაც ჯამში 144 ადამიანი დაესწრო. პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა Facebook ჯგუფი ქუთაისში მცხოვრები მოხალისეებისთვის, სადაც ამჟამად 1062 წევრია.
მეორე მოხალისეთა კლუბი (8 ოქტომბერი-მიმდინარე) მიზნად ისახავს ქველმოქმედებას. პროგრამაში მონაწილეობს 28 ადამიანი. პროგრამა ეფუძნება აქცია-ღონისძიებას „ის მაინც არსებობს“, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში მცხოვრები 30 მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება შედის.
როკაია
ნიკოლოზი იყო ქუთაისში ახალდაფუძნებული როკ-ფესტივალის, „როკაიას“, სტაფის წევრი. აღნიშნული ფესტივალი დაორგანიზდა ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ. საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრი სრულად მოხალისეობრივად იყო ჩართული ყველა პროცესში. ფესტივალი ჩატარდა 9-10 ივნისს და მას დაესწრო 10000-მდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
დედამიწის საერთაშორისო დღე
2023 წლის 22 აპრილს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ ოფისში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანიც გარემოს დაცვის კომპეტენციის ამაღლება იყო. ნიკოლოზი ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება/განხორციელებაში. ღონისძიებას ჯამში 44 ახალგაზრდა დაესწრო.
ქუთაისქალაქობა
2023 წლის 2 მაისს, ქუთაისქალაქობას, ქუთაისს ეწვივნენ მეგობარი ქალაქების დელეგაციები. ქუთაისის მერიას 10-მდე ახალგაზრდა ეხმარებოდა დელეგაციების მასპინძლობაში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნიკოლოზ კეთილაძე. მოხალისეობრივად გაუწიეს მასპინძლობა დელეგატებს, დაათვალიერებინეს ქუთაისის ისტორიული მხარე, დაესწრნენ ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს.
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის პირველი წლის შემაჯამებელი ღონისძიება
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების პოპულარიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით. იმერეთში ჩართულია 93 სკოლა. პირველი წლის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი ფორუმი, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიების ორგანიზება/განხორციელებაში ნიკოლოზი ჩართული იყო მოხალისეობრივად.
Gemoფესტი
2023 წლის 17-18 ივნისს ქუთაისში ჩატარდა კულინარიული ფესტივალი „Gemoფესტი“. ნიკოლოზი ჩართული იყო აღნიშნული ფესტივალის განხორციელებაში.
ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი
2023 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით დაარსდა ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდული სერვისებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენას, ქალაქის აქტიური ახალგაზრდების თვითრეალიზებას. ფესტივალის ორგანიზება/განხორციელებაში ნიკოლოზი აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას დაესწრო 4000-მდე ახალგაზრდა.
Green Game
მიმდინარე წლის 3-20 ივნისს ქუთაისში საერთაშორისო ორგანიზაცია “MeetUP”-ის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი „Green Game“, რომელიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-მა ახალგაზრდამ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც 88 ახალგაზრდა ესწრებოდა.