მოხალისის შესახებ
2020 წლიდან დაიწყო ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა სკოლის თვითმმართველობაში, საბაზო საფეხურის თავმჯდომარე გავხდი და სწორედ ამ დროს მიხვვდი რომ მოხალისეობა ეს იყო საქმიანობა სადაც შემეძლო საკუთარი თავი გამომეხატა. 2022 წელს კი ერთერთი მოხალისეობრივი აქტივობის დროს მივედი სეზსტაფონის მერიაში რომ მერიის თნამშრომლები დამეპატიჟა ,სწორედ აქ აღმოვაჩინე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო , და გავხდი მისი წევრი,
ვგეგმავდით და ვანხორვიელებდით სხვადასხვა აქტივობებს. წევრობიდან 1 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი მიღებული და დაგროვებული მოხალისეობრივი ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა სხვებისთვის და ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ ვიყარე კენჭი. კი, მე თავმჯდომარე გავხდი. მიუხედავას იმისა, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემი საბჭოს წევრები არ მაძლევენ დანებების საშუალებას და მჯერა რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ !
საბოლოოდ საბჭო ჩემთვის არის ოჯახი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, სადაც სიცოცხლე მიხარია. 2024 წლის განმავლობაში ნამდვილ მოხალისედ ვიქეცი და ვთვლი რომ გავიარე ყველა ის დაბრკოლება რაც შესაძლოა შემხვედროდა , წელს მე დავკარგე ჩემი ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალა ჩემი ბაბუა , რომელიც მართლა სულ გვერდში მედგა და ერთადერთი იყო ის ვინც პირველი იგებდა ჩემს გეგმებს , აქტივობებს და პროეტებს , მაგრამ როდესაც ის დაიღუპა ჩემთვის დრო გაჩერდა , ცხოვრებამ ფერები დაკარგა , არაფერი არ მინდოდა სასოწარკვეთილად ვიქეცი , და რამაც მე ამ მდგომარეობიდან "გამომათრია" ეს მოხალისეობა იყო , იმედი იმისა რომ ბავშებს , მოხუცებს , ახალგაზრდებს ან თუნდაც ცხოველებს მე ვჭირდებოდი , მიუხედავად ჩემი საშინელი მდგომარეობისა მე შევძელი ყველაფერი უკან დამეტოვებინა და 30 მოხალისეობრივი საქმიანობა განვახორციელე , რითაც ბედნიერი ვარ , მახარებს იმაზე ფიქრი რომ რამდენიმე 100 ეულ ადამიანს მცირედით მაინც დავეხმარე ... მოხაალისეობა ეს ჩემთვის ყველაფერია ეს არის ადგილი სადაც სიმშვიდეს და ბედნიერებას ვპოულობ...