მოხალისის დეტალები

მოხალისის შესახებ

მე ვარ ანი ნანუაშვილი, 17 წლის, თბილისიდან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული სპორტის, კულტურის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ მრავალმხრივ მოხალისეობით საქმიანობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს სკოლაში, ისე უფრო ფართო საზოგადოებაში. როგორც სკოლის თვითმმართველობის წევრი, ვიყავი არაერთი სპორტული ღონისძიების მათ შორის ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირების, სპორტისა და ჯანმრთელობის კვირეულის და სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობის—ინიციატორი და ორგანიზატორი, ასევე მონაწილეობდი ქალაქის მასშტაბით გამართულ მარათონებსა და ჩემპიონატებში. კულტურის მიმართულებით გამოვირჩეოდი Erasmus+ გაცვლით პროექტში ჩართულობით, სადაც გერმანელ მონაწილეებს ვუმასპინძლე და შევქმენით მრავალფეროვანი კულტურული გარემო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩემი საქმიანობა განათლებისა და ახალგაზრდული განვითარების მიმართულებით: ვუძღვებოდი ინგლისურენოვან სადისკუსიო კლუბს, ვასწავლიდი ინგლისურს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ვამზადებდი ტრენინგებს მოხალისეობასა და პროექტების მართვაზე და ვთანაორგანიზატორობდი ადამიანის უფლებების თემაზე განხორციელებულ სამკვირიან ახალგაზრდულ პროექტს. პარალელურად, აქტიურად ვიყავი ჩართული სოციალური მიმართულებითაც, დღის ცენტრებში ვიზიტებით, ბენეფიციართა მხარდაჭერით, ეკოლოგიურ და დასუფთავების აქციებში მონაწილეობით და Helping Hand–ის ფარგლებში სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებითა და ახალი მოხალისეების მენტორობით. საერთო ჯამში, დავნერგე და შევხვედრე ისეთი გარემო, რომელიც აძლიერებს ახალგაზრდებს, უწყობს ხელს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას, ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობას და ქმნის კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ სივრცეს, რის გამოც მოხალისეობა ჩემთვის არ არის დროებითი აქტივობა, არამედ ცხოვრების სტილი და შესაძლებლობა, რეალური პოზიტიური ცვლილებები შევიტანო ჩემს გარშემო.

ყველა პროექტი

სპორტული ღონისძიებები

სპორტული ღონისძიებები

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 40
კულტურული და საერთაშორისო აქტივობები

კულტურული და საერთაშორისო აქტივობები

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 28
ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 20
ინგლისური ენის კლუბი

ინგლისური ენის კლუბი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 20
community impact project-ის მოხალისე ლიდერი

community impact project-ის მოხალისე ლიდერი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 28
ადამიანის უფლებების პროექტი

ადამიანის უფლებების პროექტი

ჩართული მოხალისეები: 1
მოხალისეობრივი საათი: 18

კონტაქტი

ავტორიზაცია